გალტ & თაგარტმა თბილისის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა
ფოტო: გალტ & თაგარტი
21 მაისს, გალტ & თაგარტმა თბილისის კომერციული უძრავი ქონების შესახებ კონფერენცია გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და სხვა დაინტერესებული პირები.
კვლევა, რომელიც გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე წარადგინა, ფოკუსირებულია თბილისის საოფისე და სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრებზე, სადაც 2026 წლიდან მიწოდების ზრდაა დაგეგმილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გალტ & თაგარტის კვლევა ბაზრის მონაწილეებს მკაფიო წარმოდგენას უქმნის არსებული შესაძლებლობების, რისკებისა და სექტორის განვითარების მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ.
კვლევის მიხედვით, 2019-25 წლებში თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარი მაღალი მოთხოვნით ხასიათდებოდა. ამ პერიოდში ვაკანტურობის მაჩვენებელი 10.0%-დან 6.6%-მდე შემცირდა, ხოლო საიჯარო ქირა სტაბილურად იზრდებოდა. 2026-28 წლებში კი დაგეგმილია 100 ათას კვ.მ-ზე მეტი ახალი საოფისე ფართის მიწოდება, რაც ვაკანტურობას, გალტ & თაგარტის შეფასებით, 16.8%-მდე გაზრდის. იმისთვის, რომ ვაკანტურობა ჯანსაღ 10%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს, გალტ & თაგარტის პროგნოზით საჭირო იქნება 2029-31 წლებში ახალი მიწოდების დროებით შეჩერება.
რაც შეეხება თბილისის სავაჭრო უძრავ ქონებას, თბილისის მთავარ სავაჭრო მოლებში გასაქირავებელ ფართებზე მოთხოვნამ მნიშვნელოვნად იმატა 2019-25 წლებში. შედეგად, ამ მოლებში საშუალო ვაკანტურობა 6.6%-მდე შემცირდა, ხოლო ქირის ღირებულება 73%-ით გაიზარდა. გალტ & თაგარტის შეფასებით 2026-30 წლებში დაგეგმილია 141 ათ. კვ.მ ახალი გასაქირავებელი ფართის დამატება. მოთხოვნა კვლავ ძალაში დარჩება და დამატებითი შესაძლებლობა ტანსაცმლისა და აქსესუარების პრემიუმ ბრენდების შემოყვანაა საქართველოში. გალტ & თაგარტის კვლევაში ასევე გაანალიზებულია ცენტრალური სავაჭრო ქუჩებისა და ბაზრობების ძირითადი ინდიკატორები. კვლევის თანახმად, ბაზრობები ინარჩუნებენ მდგრად მოთხოვნას ლოიალური, ფასზე ორიენტირებული მომხმარებლების ხარჯზე, ხოლო ცენტრალური ქუჩების სავაჭრო უძრავი ქონება მოლების მხრიდან მზარდი კონკურენციის მიუხედავად, საინვესტიციოდ კვლავ მიმზიდველია.
“კომერციული უძრავი ქონების ბაზარი განვითარების ახალ ეტაპზეა, რაც მიწოდების მნიშვნელოვანი ზრდითაა განპირობებული. ჩვენი მიზანია, ბაზრის მონაწილეებს დროული და სიღრმისეული ანალიზი გავუზიაროთ, რათა მათ შეძლონ რისკებისა და შესაძლებლობების სწორად შეფასება. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი კვლევა დაეხმარება სექტორს, გააგრძელოს განვითარება და მიიღოს ინფორმირებული, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“, — განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.
კვლევის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები