მივიწყებული ოცნება: ხელოვანმა წინა საუკუნეების მიგრანტები მანჰეტენზე ფოტოშოპით ჩასვა
ფლორა ბორსი უნგრეთში მოღვაწე ვიზუალური არტისტი და ფოტოგრაფია. დაახლოებით ორი წლის წინ, ის ნიუ-იორკში ელისის კუნძულს ეწვია და იმ ადამიანების ბედით დაინტერესდა, რომლებიც ამერიკაში უკეთესი ცხოვრების საძიებლად ჩავიდნენ.
1892 წლის პირველი იანვრიდან, ნიუ-იორკი ელისის კუნძულს ემიგრანტების სადგურად იყენებდა. 1954 წლამდე, ამ სადგურში 12 მილიონზე მეტი ემიგრანტი ჩავიდა.
როგორც ფლორა ამბობს, მას სურდა წარსული და აწმყო ერთმანეთთან დაეკავშირებინა და ემიგრანტების სურათები დღევანდელ რეალობაში ჩასვა:
"უამრავი ადამიანი ელისის კუნძულზე უკეთესი ცხოვრებისთვის შანსის მიცემის მოლოდინში დაიღუპა. ვეცადე მათი ოცნება ჩემს ხელოვნებაში ამეხდინა".
ხელოვანს სურდა თავისი პროექტით მსოფლიოსთვის ის 3 500 ადამიანს გაეხსენებინა, რომლებმაც ამერიკაში ცხოვრების შანსი ვერ მიიღეს და კუნძულზე მოლოდინში დაიღუპნენ. მისი სიტყვებით, ის ამით ხაზს უსვამს ამერიკის წარსული და ახლანდელი საემიგრაციო პოლიტიკის მსგავსებას.
კომენტარები