როგორ გამოიყურებოდნენ ამერიკაში ჩასული პირველი ემიგრანტები – მათ შორის ქართველები
მომაჯადოებელი ფოტოები, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისშია გადაღებული, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ამერიკა მრავალფეროვანი კულტურის სინთეზით მიღებული ქვეყანაა.
ადამიანები, რომლებსაც ამ ფოტოებში ნახავთ, ელისის კუნძულს ათწლეულების წინ მიადგნენ, თავიანთი ეროვნული სამოსით.
ფოტოების ავტორი აუგუსტუს შერმანია. ის 1892-1925 წლებში ელისის კუნძულზე რეგისტრაციის კლერკად მუშაობდა. ის ამ ადამიანებს ფოტოებს ქვეყანაში შესვლის შემდეგ უღებდა.
ეს საოცარი ფოტოები, რომლებიც ამერიკის ისტორიას ყვება, ნეიშენალ ჯეოგრაფიკში 1907 წელს გამოქვეყნდა. წლების წინ, ისინი მანჰეტენზე მდებარე ფედერალური ემიგრაციის სერვისის ოფისში გამოფინეს, ახლა კი, ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში ინახებიან.
1892 წლის პირველი იანვრიდან, ნიუ-იორკი ელისის კუნძულს ემიგრანტების სადგურად იყენებდა. 1954 წლამდე, ამ სადგურში 12 მილიონზე მეტი ემიგრანტი ჩავიდა.
ოფიციალური მონაცემებით, ამერიკის მოქალაქეების 40%-ზე მეტის წინაპრებმა ელისის კუნძული გამოიარეს.
ელისის კუნძულის ისტორია ყოველთვის ზღაპრული არ იყო. ის ინახავს ისტორიას რასიზმისა და დისკრიმინაციიის სხვა ფორმებზე. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, უამრავი ადამიანი ეჭვობდა, რომ უცხოპლანეტელების ბაზები ამ კუნძულზე იყო განთავსებული. 1920 წელს, კუნძულიდან ემიგრანტების უკან გაბრუნება დაიწყეს. ისინი კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებს არ იღებდნენ. მათ შორის იყვნენ სამხრეთ და აღმოსავლეთ ქვეყნები. ამერიკაში ვერ შედიოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე მშობლების გარეშე ჩასული არასრულწლოვნები და წერა-კითხვის უცოდინრები.
გერმანელი კაცი
ნიდერლანელი ქალები
ნიდერლანდელი ბავშვები
ბერძენი ჯარისკაცი
კაცი რუსეთის იმპერიიდან [სავარაუდოდ, ქართველი]
კაცები რუსეთის იმპერიიდან [სავარაუდოდ, ქართველები]
ალჟირელი კაცი
ბავარიელი კაცი
ალბანელი სამხედრო
ბავშვები ლაპლანდიიდან
ქალი ლაპლანდიიდან
დანიელი კაცები
ფრანგი ქალი
სამი ქალი საფრანგეთიდან
ინდუსი ბიჭი
იტალიელი ქალი
იტალიელი ქალი
ნორვეგიელი ქალი
რუმინელი მესტვირე
რუმინელი მწყემსი
უკრაინელი ქალი
სლოვაკი ქალი და ბავშვი
სლოვაკი ქალი
ვინ იცის, შეიძლება ამ ფოტოებში ვინმემ საკუთარი წინაპარი აღმოაჩინოს.
კომენტარები