მშობლების სიტყვიერი აგრესია მოზარდებში მენტალური პრობლემების რისკს 64%-ით ზრდის
კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვთა კეთილდღეობაზე მიყენებული ხანგრძლივი ზიანი შესაძლოა გაცილებით უფრო მძიმე იყოს, ვიდრე ფიზიკური ძალადობა.
მშობლები, რომლებიც დასცინიან, ემუქრებიან ან ამცირებენ საკუთარ შვილებს, მოზარდობის ასაკში მათი შვილების მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების რისკს 64%-ით ზრდიან — ამბობს კვლევა.
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები დროთა განმავლობაში შემცირდა, სიტყვიერისა კი გაიზარდა.
ჟურნალ BMJ Open-ში გამოქვეყნებული კვლევა ეყრდნობა 20,687 მოზარდის მონაცემებს, რომლებიც 2012-2024 წლებში გამოქვეყნებული შვიდი სხვადასხვა კვლევიდან შეგროვდა.
ზრდასრულთა ფსიქიკური კეთილდღეობის ინდივიდუალური და კომბინირებული კომპონენტების გასაზომად დაისვა ყველა შეკითხვა ბავშვობაში განცდილი ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის შესახებ, რისთვისაც ბავშვობის საზიანო გამოცდილების (ACE) ვალიდური ინსტრუმენტები და უორვიკ-ედინბურგის ფსიქიკური კეთილდღეობის შკალა გამოიყენეს.
ორი კვირის განმავლობაში კვლევის მონაწილეებს ეკითხებოდნენ მათი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, პასუხები კი შეფასდა ქულებით, რათა განესაზღვრათ ფსიქიკური კეთილდღეობის მაღალი ან დაბალი დონე.
შედეგების ანალიზის მიხედვით, მოზარდობის ასაკში მენტალური კეთილდღეობის დაბალი დონის ალბათობას ფიზიკური ძალადობა 52%-ით ზრდის, ხოლო სიტყვიერი ძალადობა ამ ალბათობას 64%-მდე ზრდის.
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ცდისპირები,რომლებიც ფიზიკურთან ერთად სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლიც იყვნენ, კიდევ სხვა ტიპის რისკების წინაშე დგანან.
- იმ ცდისპირებში, რომლებსაც ძალადობა არ გამოუცდიათ, ფსიქიკური კეთილდღეობის დაბალი დონის ალბათობა შეადგენდა 16%-ს;
- მათთვის, ვისაც ფიზიკური ძალადობა გამოუცდია, ეს მაჩვენებელი 22.5%-მდე იზრდება;
- სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლთათვის ალბათობა 24%-მდე ადის;
- მათთვის, ვისაც ორივე სახის ძალადობა გამოუცდია, ეს მაჩვენებელი 29%-ია.
გარდა ამისა, ფიზიკური ძალადობის შემთხვევები განახევრდა და 20%-დან (ძალადობის მაჩვენებელი 1950-1979 წლების შუალედში დაბადებულთა შორის) 10%-მდე (ძალადობის მაჩვენებელი 2000 წელს ან მას შემდეგ დაბადებულთა შორის) შემცირდა.
რაც შეეხება სიტყვიერ ძალადობას, მისი შემთხვევები 12%-დან (მათ შორის, ვინც 1950 წლამდეა დაბადებული) დაახლოებით 20%-მდე (2000 წელს ან მას შემდეგ დაბადებულთა შორის) გაიზარდა.
ეს მიგნებები თან ერთვის წინა კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ ბავშვობაში განცდილი სიტყვიერი ძალადობა თვითდაზიანების, ნარკოდამოკიდებულებისა და საბოლოოდ ციხეში მოხვედრის მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.
"ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვების მისამართით დამამცირებელი, ღირსების შემლახავი და ძალადობრივი ენის გამოყენების გრძელვადიანი შედეგი შესაძლოა ისეთივე მძიმე აღმოჩნდეს ფსიქიკური ჯანმრთელობითვის, როგორიც ფიზიკური ძალადობის შემთხვევაშია" — განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარკ ბელისმა ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტიდან.
"არანაკლებ შემაშფოთებელია ფიზიკური ძალადობის შემცირებისა და სიტყვიერი ძალადობის ზრდის ტენდენცია, რაც კვლევის დროს გამოიკვეთა. ამან შესაძლოა გაანეიტრალოს ის სარგებელი, რასაც ფიზიკური ზიანის შემცირებასთან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისგან ველოდით".
კვლევის ავტორებმა აღიარეს გარკვეული შეზღუდვები, კერძოდ, მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა შეეფასებინათ ძალადობის ფორმების სიმძიმე ან ის ტენდენცია, რომელიც ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის შემთხვევების ცვლილებას უკავშირდება.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა ამ ტენდენციების მიზეზებს არ იკვლევს, აუცილებელია, უბრალოდ ერთი სახის ბავშვური ტრავმა არ ჩავანაცვლოთ მეორეთი" — აღნიშნა ბელისმა. "ამიტომ, ჩვენ გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე მშობლებისთვის იმის თქმაა, რა არ უნდა გააკეთონ. ამის ნაცვლად, ჩვენ მათ უნდა შევთავაზოთ მკაფიო, პრაქტიკული მხარდაჭერა და რჩევები, რაც საშუალებას მისცემს მათ, შვილები ზრუნვითა და ჯანსაღი დამოკიდებულებით აღზარდონ".
კვლევის ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ცდისპირებში, რომლებიც 2000 წელს ან მას შემდეგ არიან დაბადებულები, გაცილებით მაღალია ალბათობა იმისა, რომ საერთო ფსიქიკური კეთილდღეობის მაჩვენებელი დაბალი ჰქონდეთ — კაცები უფრო ხშირად აღნიშნავდნენ, რომ არასდროს ან იშვიათად გრძნობენ ოპტიმიზმს, რეალიზებულობას ან სხვებთან სიახლოვეს, ქალები კი უფრო მეტად აღნიშნავდნენ, რომ არასდროს ან იშვიათად გრძნობენ თავს დასვენებულად.
Words Matter-ის — საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ბავშვობის სიტყვიერი ტრავმის აღმოფხვრაზე მუშაობს — დამფუძნებლის, ჯესიკა ბონდის თქმით, კვლევა ადასტურებს, რომ "სიტყვებს შეუძლიათ ღრმა ჭრილობის მოყენება, რომელსაც ხანგრძლივი გავლენა აქვს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე".
"ყველა სარგებელი, რაც ფიზიკური ძალადობის რისკების შემცირების გზაზე მოვიპოეთ, გააფერმკრთალა სიტყვიერი ძალადობის მზარდმა შემთხვევებმა. ჩვენ ახლა უნდა დავუპირისპირდეთ იმ ხანგრძლივ ზიანს, რაც მკაცრ, დამამცირებელ ან კონტროლისკენ მიმართულ ენას მოაქვს. ჩვენ ბავშვები კი არ უნდა დავამციროთ, არამედ უნდა გავაძლიეროთ ისინი. მომავალი თაობის ფსიქიკური ჯანმრთელობა და ჩვენი საერთო მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული" — თქვა მან.
-
ფრანგმა ფერმერებმა პროტესტის ნიშნად სამინისტროს შენობებს და პოლიციის მანქანებს ნაკელი შეაყარეს ფრანგმა ფერმერებმა პროტესტის ნიშნად სამინისტროს შენობებს და პოლიციის მანქანებს ნაკელი შეაყარეს
გადახედვა
-
ბელარუსიდან გაშვებული საჰაერო ბურთები ქაოსს ქმნის ლიეტუვაში ბელარუსიდან გაშვებული საჰაერო ბურთები ქაოსს ქმნის ლიეტუვაში
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 60%-ზე მეტი ზელენსკის ენდობა KIIS: უკრაინელების 60%-ზე მეტი ზელენსკის ენდობა
გადახედვა
-
ამ კვირის უჩვეულო კადრები მსოფლიოდან ამ კვირის უჩვეულო კადრები მსოფლიოდან
გადახედვა
-
კადიროვის თქმით, საქართველოს არ სურს, რომ ჩეჩნეთთან დამაკავშირებელმა გზამ საქართველოზე გაიაროს კადიროვის თქმით, საქართველოს არ სურს, რომ ჩეჩნეთთან დამაკავშირებელმა გზამ საქართველოზე გაიაროს
გადახედვა
-
"სიფა" ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის მეორე ტურში მხარდაჭერას ირაკლი ჩომახაშვილს უცხადებს "სიფა" ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის მეორე ტურში მხარდაჭერას ირაკლი ჩომახაშვილს უცხადებს
გადახედვა
-
მარტა კოსი: თუ ქვეყანას უნდა გააგრძელოს ევროპული გზა, ისინი განსხვავებულად უნდა მოიქცნენ, რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დახმარებას მარტა კოსი: თუ ქვეყანას უნდა გააგრძელოს ევროპული გზა, ისინი განსხვავებულად უნდა მოიქცნენ, რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დახმარებას
გადახედვა
-
ბლეიზ მეტრეველი: "ბრიტანეთის მხარდაჭერა გრძელვადიანია. ზეწოლა, რომელსაც უკრაინის სახელით ვახორციელებთ, გაგრძელდება" ბლეიზ მეტრეველი: "ბრიტანეთის მხარდაჭერა გრძელვადიანია. ზეწოლა, რომელსაც უკრაინის სახელით ვახორციელებთ, გაგრძელდება"
გადახედვა
-
რუსი მეგავარსკვლავი, რომელიც ახლა თამადად მუშაობს რუსი მეგავარსკვლავი, რომელიც ახლა თამადად მუშაობს
გადახედვა
-
Gorillaz-მა იასინ ბეისა და ომარ სულეიმანთან ერთად ახალი სინგლი — Damascus გამოუშვა Gorillaz-მა იასინ ბეისა და ომარ სულეიმანთან ერთად ახალი სინგლი — Damascus გამოუშვა
გადახედვა
-
კესტუტის ბუდრისი: ჩვენ გვჭირდება, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა აღდგეს. ეს გულისხმობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებას და შემდგომ ნაბიჯებს კესტუტის ბუდრისი: ჩვენ გვჭირდება, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა აღდგეს. ეს გულისხმობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებას და შემდგომ ნაბიჯებს
გადახედვა
-
ოანა სილვია ტოიუ: ერთადერთი, ვინც ევროპული მომავლისთვის იბრძვის, საქართველოს მოქალაქეები არიან. ეს ქართული საზოგადოების სიმტკიცის ნიშანია ოანა სილვია ტოიუ: ერთადერთი, ვინც ევროპული მომავლისთვის იბრძვის, საქართველოს მოქალაქეები არიან. ეს ქართული საზოგადოების სიმტკიცის ნიშანია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: მინდა მივმართო აშშ-ს პრეზიდენტს, რომელ "დიპ სტეიტს" ებრძვის? ეს ხომ სასაცილოა ზაზა შათირიშვილი: მინდა მივმართო აშშ-ს პრეზიდენტს, რომელ "დიპ სტეიტს" ებრძვის? ეს ხომ სასაცილოა
გადახედვა
-
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისთვის დამატებითი დრო მოითხოვა — პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისთვის დამატებითი დრო მოითხოვა — პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო
გადახედვა
-
ხარისხის ინფრასტრუქტურა: ვინ და როგორ იცავს არასასურსათო პროდუქტის მომხმარებელთა უფლებებს ხარისხის ინფრასტრუქტურა: ვინ და როგორ იცავს არასასურსათო პროდუქტის მომხმარებელთა უფლებებს
-
ავსტრალიაში ჰანუკას დღესასწაულზე სროლის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა — 42 ავსტრალიაში ჰანუკას დღესასწაულზე სროლის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა — 42
გადახედვა
-
"აღიარონ შეცდომები და დავაკვირდებით მოვლენებს" — მიხეილ ყაველაშვილი სინდისის პატიმრების შეწყალებაზე "აღიარონ შეცდომები და დავაკვირდებით მოვლენებს" — მიხეილ ყაველაშვილი სინდისის პატიმრების შეწყალებაზე
გადახედვა
-
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება
გადახედვა
-
ენმ-ამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული კანონების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ენმ-ამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული კანონების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ბელარუსმა 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა ბელარუსმა 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა
გადახედვა
-
2025 წლის "ქარტიის პრიზის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ 2025 წლის "ქარტიის პრიზის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ
გადახედვა
კომენტარები