ვის რა დავუწერეთ და ვინ როგორ შეგვაფასა — საბავშვო ევროვიზიის შედეგები დეტალურად
ფოტო: Corinne Cumming / EBU
2025 წლის საბავშვო ევროვიზია თბილისში საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა. 11 წლის ლუ დელუზმა, სიმღერით Ce Monde, ჟიურისა და ტელემაყურებლისგან ჯამში 248 ქულა მიიღო და თავის ქვეყანას კონკურსზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საფრანგეთი ევროვიზია ჯუნიორის რეკორდსმენ საქართველოს გაუთანაბრდა, რომელსაც ასევე ოთხჯერ აქვს მოგებული ფესტივალი.
დელუზმა უმაღლესი, 152 ქულა დაიმსახურა ჟიურისგან. ექვსი ქვეყნის ჟიურიმ — ალბანეთმა, ხორვატიამ, კვიპროსმა, ნიდერლანდებმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და სან-მარინომ — საფრანგეთის გამოსვლა მაქსიმალური 12 ქულით შეაფასა. რაც შეეხება ტელემაყურებლის შეფასებას, საფრანგეთს აქ მეორე ადგილი ერგო, ონლაინ ხმის მიცემით ყველაზე მეტი, 98 ქულა კი უკრაინამ მიიღო.
აი, მასპინძელი ქვეყანა კი საბოლოოდ მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა 176 ქულით. საქართველოს წელს ანიტა აბგარიანი წარადგენდა, სიმღერით Shine Like a Star. ანიტამ ჟიურისგან მეორე უმაღლესი შეფასება, 121 ქულა დაიმსახურა, ტელემაყურებლის ხმებით კი 55 ქულა ერგო და 18 ქვეყანას შორის მე-7 პოზიციაზე აღმოჩნდა.
ქვემოთ უფრო დეტალურად მოგიყვებით, რომელი ქვეყნებიდან რა შეფასება მიიღო საქართველომ და როგორ განაწილდა ჩვენი ქულები.
როგორი შეფასების სისტემა მოქმედებს საბავშვო ევროვიზიაზე: კონკურსზე ცალ-ცალკე, თანაბარი პროპორციით ითვლება ჟიურის ქულები და ტელემაყურებლის (ონლაინ ხმის მიცემის) ხმები. 18-ვე ქვეყანაში მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიური მონაწილეებს 1-7, 8, 10 და 12 ქულით აფასებს: საუკეთესოს უწერს 12 ქულას, მე-2 ადგილზე მყოფს 10-ს, მესამეზე — 8-ს და ა.შ. რაც შეეხება მაყურებელს, ის პროცესში მხოლოდ ონლაინ ხმის მიცემით მონაწილეობს. შესაბამისად, ჯერ განისაზღვრება, ჟიურის ჯამში მაქსიმუმ რამდენი ქულის დაწერა შეუძლია (წელს ეს რიცხვი 1 044 იყო), შემდეგ კი მიღებული ხმები პროპორციულ ქულებად ნაწილდება მონაწილეებზე.
ჟიურის ქულები საქართველოს
17 ქვეყნიდან, რომლებმაც საქართველოს გამოსვლა შეაფასეს, ანიტა ქულის გარეშე არცერთს არ დაუტოვებია. მეტიც, საქართველომ სამი მონაწილე ქვეყნის ჟიურისგან უმაღლესი შეფასება მიიღო.
- ირლანდიისგან, პოლონეთისგან და ესპანეთისგან — 12 ქულა
- ალბანეთისგან და პორტუგალიისგან — 10 ქულა
- სომხეთისგან, აზერბაიჯანისგან, მალტისგან და ნიდერლანდებისგან — 8 ქულა
- იტალიისგან და ჩრდილოეთ მაკედონიისგან — 7 ქულა
- კვიპროსისგან — 6 ქულა
- ხორვატიისგან — 5 ქულა
- საფრანგეთისგან, მონტენეგროსგან, სან-მარინოსგან და უკრაინისგან — 2 ქულა
ტელემაყურებლის ქულები საქართველოს
2017 წლიდან საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემის წესი შეიცვალა. თუკი მანამდე მხოლოდ მონაწილე ქვეყნების ტელემაყურებელი აძლევდა ხმას სატელეფონო ზარით ან SMS-ით და არ შეეძლო, საკუთარი ქვეყნისთვის დაეჭირა მხარი, 2017 წლიდან პროცესმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. ონლაინ ხმის მიცემით შესაძლებელია სამ ფავორიტს დაუჭირო მხარი, მათ შორის, საკუთარ ქვეყანას. კონკურსის ფანების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს დიდ და არასამართლიან უპირატესობას აძლევს მრავალრიცხოვან ქვეყნებს.
საბავშვო ევროვიზიის ორგანიზატორის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ცნობით, წლევანდელ კონკურსზე 2,5 მილიონი ხმა დაფიქსირდა 188 ქვეყნიდან. რადგან საქართველომ ტელემაყურებლისგან 55 ქულა მიიღო, შეგვიძლია ვიანგარიშოთ, რომ ხმების 5,27% გვერგო — დაახლოებით, 131 750 ხმა.
როგორ გადანაწილდა ქულები საქართველოდან
საბავშვო ევროვიზიის წესების თანახმად, ყველა მონაწილე ქვეყანას უნდა ჰყავდეს 5-წევრიანი ჟიური, სადაც სამი პროფესიონალი მუსიკოსი იქნება, ორი კი — ბავშვი 10-დან 15 წლამდე. ჟიურის თითოეული წევრი ცალკე აფასებს კონკურსანტებს, შემდეგ კი ხუთივეს შეფასება ჯამდება და შესაბამისად ნაწილდება ქულები ქვეყნიდან.
საქართველოს ჟიურიში წელს იყვნენ რომან რცხილაძე, მარიამ შენგელია, ქეთევან ჯავახიშვილი და პროექტ რანინას ორი მონაწილე: გიორგი შაშვიაშვილი და ანასტასია მასურაშვილი. ქართული ჟიურის შეფასება კი ასე გამოიყურება:
- 12 ქულა — სომხეთს
- 10 ქულა — საფრანგეთს
- 8 ქულა — პოლონეთს
- 7 ქულა — ესპანეთს
- 6 ქულა — უკრაინას
- 5 ქულა — ალბანეთს
- 4 ქულა — ჩრდილოეთ მაკედონიას
- 3 ქულა — პორტუგალიას
- 2 ქულა — სან-მარინოს
- 1 ქულა — ხორვატიას
ამით რიგით 23-ე საბავშვო ევროვიზია დასრულდა. ჯერჯერობით უცნობია, სად გადანაიცვალებს კონკურსი მომდევნო, 2026 წელს. ტრადიციულად, მასპინძლობას პირველს გამარჯვებულ საფრანგეთს შესთავაზებენ, სადაც ევროვიზია ჯუნიორი 2021 და 2023 წლებში უკვე ჩატარდა.
პირველმა არხმა 2026 წლის საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილეობა არაფორმალურად უკვე დაადასტურა და სექტემბერში დაიწყო მონაწილეების შერჩევა პროექტ რანინას ახალი სეზონისთვის, რომელმაც სწორედ საქართველოს მომდევნო წარმომადგენელი უნდა გამოავლინოს.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები