ხარისხის ინფრასტრუქტურა: ვინ და როგორ იცავს არასასურსათო პროდუქტის მომხმარებელთა უფლებებს
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
თანამედროვე სამყაროში მომხმარებელს უამრავ არასასურსათო პროდუქტსა თუ სერვისზე მიუწვდება ხელი. დღეს თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, შეიძინოს სხვადასხვა ნივთი, როგორც მაღაზიებში, ისე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.
საქართველოში, სამომხმარებლო დახლებზე განთავსებულია სხვადასხვა ქვეყანაში (აშშ, ევროკავშირი, რუსეთი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი თუ სხვ.) წარმოებული პროდუქტები, რომელთაგან ყველა ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისოდ აღიარებულ უსაფრთხოების სტანდარტებს ან/და ფლობს ხარისხის სერტიფიკატებს. ეს კი პირდაპირ კავშირშია თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან.
არასასურსათო პროდუქტის — საბავშვო სათამაშოების, ავეჯის, ხის ნაწარმის, სამშენებლო მასალების, ტანსაცმლის, შესაფუთი საშუალებებისა და სხვ. შეძენისას საჭიროა გვახსოვდეს: ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები უნდა იყოს დაცული. ეს კი გულისხმობს იმას, რომ სარეალიზაციო დახლზე უნდა შეგვეძლოს უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი პროდუქტის შეძენა, ხოლო თუ კონკრეტული პროდუქტი არ აკმაყოფილებს ხსენებულ ნორმებს, უფლება გვაქვს მივმართოთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვა.
რა ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ ჩვენ, როგორც მომხმარებლები იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი უფლებების დაცვა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში რომელ სახელმწიფო ორგანოებს უნდა მივმართოთ?
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ QUIS-ს, რომლის მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების გაზრდა და მომხმარებლების ინფორმირება ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ინფორმირებულმა მომხმარებელმა არასასურსათო პროდუქტის შეძენისას სწორი არჩევანის გაკეთება შეძლოს და ამგვარად დაიცვას საკუთარი უფლებები.
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში
საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით პირველი კანონი 1996 წელს მიიღეს, მაგრამ ის საკმაოდ ზოგადი ხასიათის იყო და პრაქტიკაში ნაკლებად აღსრულებადი. 2022 წლიდან ძალაში შევიდა ახალი, ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადი კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელმაც სრულად შეცვალა მანამდე არსებული რეგულაციები და საფუძველი ჩაუყარა ევროპული ტიპის სისტემის შექმნას.
საქართველოს კანონი — მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში შემუშავდა და მიზნად ისახავს მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
აღნიშნული კანონით მომხმარებელს უფლება აქვს:
- მიიღოს უსაფრთხო პროდუქტი და მომსახურება — არც ერთი პროდუქტი არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
- მიიღოს სანდო და სრული ინფორმაცია — რეალიზატორმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია პროდუქტის ფასის, თვისებების, წარმომავლობის, ვადისა და გამოყენების წესის შესახებ;
- მოითხოვოს საქონლის დაბრუნება თუ ის არ შეესაბამება ეტიკეტზე დატანილ აღწერას ან წუნდებულია;
- მოითხოვოს პირადი მონაცემების დაცვა — ორგანიზაციები ვერ გამოიყენებენ მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას მათი თანხმობის გარეშე;
- მონაწილეობა მიიღოს სამართლიან ვაჭრობასა და კონტრაქტში — აკრძალულია მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, ცრუ რეკლამა ან კონტრაქტის არათანაბარი პირობები.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტ
ამ უფლებების დაცვის მიზნით, 2022 წელს შეიქმნა საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების სააგენტო (GCCA), რომლის ფუნქციებიც მოიაზრებს მომხმარებელთა საჩივრების მიღებასა და განხილვას, დარღვევების გამოვლენას და კომპანიებისთვის სანქციების დაკისრებას, ასევე მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციის გავრცელებას არასასურსათო პროდუქტის მომხმარებელთა უფლებების შესახებ.
თუ მომხმარებელი მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დაირღვა, მას შეუძლია მიმართოს სააგენტოს ელექტრონული საჩივრით ან ადგილზე წერილობითი ფორმით.
მომხმარებლის უფლებები და მათი დაცვის საშუალებები
მომხმარებლის უფლებების დაცვა ნიშნავს იმას, რომ მან უნდა მიიღოს:
- სანდო ინფორმაცია პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ;
- უსაფრთხო პროდუქტი, რომელიც ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ზიანის მომტანი არ არის;
- ხარისხიანი მომსახურება;
- რეკლამა, რომელსაც არ შეჰყვას შეცდომაში;
- შესაბამისი ორგანოებისა და სამართლებრივი დაწესებულებების მხარდაჭერა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
იმისთვის, რომ მარტივად შეძლოთ თქვენი უფლებების დაცვა, უნდა იმოქმედოთ ამგვარად:
- ყოველთვის შეინახეთ ქვითარი, როგორც ნივთის შეძენისას, ისე მომსახურების მიღების შემდეგ;
- ყურადღებით წაიკითხეთ კონტრაქტები და თანამშრომლობის პირობები;
- გადაამოწმეთ პროდუქტის შეფუთვა და ვარგისიანობის ვადა;
- მოითხოვეთ ინფორმაცია პროდუქტის/მომსახურების შესახებ;
- კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შეატყობინეთ შესაბამის ორგანოს.
მომხმარებელთა უფლებების დაცვა ევროკავშირში
ევროკავშირში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით სხვადასხვა რეგულაცია მოქმედებს, რომელთა მთავარი პრინციპი უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და სამართლიანობაა. რეგულაციები ადგენს ძირითად წესებს ონლაინ და ადგილზე ვაჭრობასთან დაკავშირებით, კრძალავს შეცდომაში შემყვან ქმედებებს, იცავს მომხმარებლებს არასამართლიანი ხელშეკრულების პირობებისგან და ა.შ.
რაც შეეხება თვითონ სისტემას, ევროკომისია არის ორგანო, რომელიც ადგენს საერთო წესებსა და დირექტივებს, მათი ასახვა (და შემდგომში აღსრულება) სავალდებულოა ევროკავშირში შემავალი ყველა ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობაში. ამასთან, არსებობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს შესაბამის ორგანოებს იმოქმედონ ერთობლივად იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული დარღვევა სცდება ერთი ქვეყნის საზღვრებს (მაგ., ონლაინ გაყიდვები სხვა ქვეყნიდან).
ხარისხის ინფრასტრუქტურის როლი მომხმარებელთა უფლებების დაცვაში
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მთავარი პრინციპია მისი დაცულობა წუნდებული, უხარისხო და საფრთხის შემცველი პროდუქტისა და არასათანადო მომსახურებისგან. ხარისხის ინფრასტრუქტურის მიზანიც სწორედ ეს არის — შექმნას სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო პროდუქტის სერიულ წარმოებას და, იმავდროულად, გააკონტროლოს აღნიშნული სისტემის მოქმედება რეალურ დროში.
არასასურსათო პროდუქტებთან დაკავშირებულ საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებში განსაზღვრულია მწარმოებლების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების (რეალიზატორების) ვალდებულებები. აღნიშნული მიზნად ისახავს, დაავალდებულოს მიწოდების ჯაჭვში ჩართული ორგანიზაციები, ბაზარზე განათავსონ მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტები და დარწმუნდნენ, რომ მათზე დატანილი ნიშანდება შეიცავს რეგლამენტით განსაზღვრულ ყველა აუცილებელ ინფორმაციას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, თან ახლავს ინსტრუქციები და უსაფრთხო მოხმარების წესები მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე (ქართულ ენაზე).
ამასთან, ტექნიკური რეგლამენტები მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ავალდებულებს, რომ პროდუქტზე დატანილი იყოს მათი დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, რაც საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში, პროდუქტის მწარმოებლის ან რეალიზატორის მიკვლევას უზრუნველყოფს.
ხარისხის ინფრასტრუქტურის სისტემის ერთ-ერთი ელემენტი არის ბაზარზე ზედამხედველობა, რომელიც, გარკვეულწილად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანოს ფუნქციასაც ასრულებს. სწორედ ეს სისტემაა პასუხისმგებელი რეაქტიულ ზედამხედველობაზეც პროდუქტიდან მომდინარე საფრთხის ან დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში. კერძოდ, მომხმარებელს შეუძლია განცხადებით მიმართოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს, რომლის საფუძველზეც ის მოახდენს ინსპექტირებას/შემოწმებას.
პროექტი — QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და GIZ მიერ, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება.
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
კომენტარები