ბელარუსიდან გაშვებული საჰაერო ბურთები ქაოსს ქმნის ლიეტუვაში
ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ფოტო: BBC
როდესაც ქარი ბელარუსიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით უბერავს, ლიეტუვა პრობლემებს ელოდება.
სწორედ ამ დროს საზღვარს კვეთს უზარმაზარი თეთრი საჰაერო ბურთები, რომელთაც ქვემოთ იაფფასიანი სიგარეტით სავსე ყუთები აქვთ ჩამოკიდებული.
ბოლო 10 კვირის განმავლობაში ამ არალეგალურმა "ბურთების მოძრაობამ" ლიეტუვის მთავარი აეროპორტის მუშაობა უკვე 15-ჯერ შეაფერხა, ათასობით მგზავრი კი ფრენების გადადების ან გაუქმების გამო დაზარალდა. ერთ შემთხვევაში საჰაერო სივრცე სრულად 11 საათით დაიხურა.
კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული გიგანტური ბუშტები ბელარუსიდან ლიეტუვაში საზღვარს კვეთენ, რაც საჰაერო სივრცის დახურვას იწვევს
ფოტო: BBC
მთავრობა დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ კონტრაბანდისტების საქმე არ არის. მისი შეფასებით, ბურთები ბელარუსის მხრიდან ჰიბრიდული ომის ნაწილია და "იარაღადაა ქცეული". ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროპაში რუსეთის "ჩრდილოვანი ომი" კვლავ ძლიერდება, ხანძრებითა და დივერსიული თავდასხმებით, რომელთაც ოფიციალური პირები რუსულ დაზვერვას უკავშირებენ.
ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბურთები კონტრაბანდისთვის აქამდეც გამოიყენებოდა, თუმცა ოქტომბერში მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის თქმით, ბურთებს ისეთი ადგილებიდან უშვებენ, რომლებიც მათ პირდაპირ ლიეტუვის მთავარ აეროპორტზე "დამიზნების" საშუალებას აძლევს, აეროპორტი საზღვრიდან მხოლოდ 30 კილომეტრში მდებარეობს.
"თუ მხოლოდ სიგარეტის გადაზიდვა გინდათ, ამას ტყეში ან ჭაობში გააკეთებდით და არა აეროპორტის თავზე", — ამბობს მინისტრი და ამ ქმედებებს ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე პოლიტიკური შანტაჟის ფორმად აფასებს.
მისი თქმით, ბელარუსი ამას ზეწოლის ბერკეტად იყენებს, რაც უკვე სამხედრო და უსაფრთხოების სფეროს ეხება.
ამჟამად სამხედრო პოლიცია საზღვრისპირა ზონაში ყოველ ღამე პატრულირებს. მობილურ საგუშაგოებზე ამოწმებენ ავტომობილებს და ცდილობენ კონტრაბანდის ქსელების გამოვლენას.
საჰაერო ბურთები იმდენად მაღლა დაფრინავენ, რომ მათი ჩამოგდება არც უსაფრთხო და არც ეკონომიკურად გამართლებულია. ამიტომ მთავრობამ 1 მილიონი ევროს ჯილდო დააწესა ნებისმიერი ტექნოლოგიური გადაწყვეტისთვის, რომელიც მათ შეჩერებას შეძლებს. პარალელურად, სამხედრო რადარები ბურთების გადაადგილებას აკვირდებიან, ხოლო ახალი კანონმდებლობა სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ დივერსიას მკაცრ სასჯელს დაუწესებს.
ვილნიუსის კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ვილმანტას ვიტკაუსკასის თქმით, უსაფრთხოების სისტემის გადასატვირთად ადრე ბურთებს ჯგუფებად უშვებდნენ, ახლა კი ყოველ 30 წუთში ერთ ან ორ ბურთს უშვებენ და პირდაპირ აეროპორტს უმიზნებენ.
"თუ ბელარუსს ამის შეჩერება მართლა უნდოდა, ამას მარტივად შეძლებდა. ის ფაქტი, რომ არ აკეთებს, ნიშნავს, რომ მათთვის ეს სასარგებლოა", — ამბობს ის.
ლიეტუვაში მიიჩნევენ, რომ ბელარუსი სანქციების შემცირებაზე ზეწოლას ცდილობს. ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეზიდენტად არ აღიარებს 2020 წლის სადავო არჩევნებისა და შემდგომი რეპრესიების გამო, ხოლო სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებაში დაეხმარა.
ამ ფონზე, ლიეტუვის აეროპორტები და ავიაკომპანიები ადაპტაციას ცდილობენ. ერთმა ავიაკომპანიამ ჩარტერული რეისები ქვეყნის მეორე ქალაქში გადაიტანა, მეორემ კი ვილნიუსის საღამოს ფრენები შეამცირა. ზარალი წლის ბოლომდე დაახლოებით 2 მილიონ ევროს მიაღწევს.
უკვე არსებობს სპეციალური ვებგვერდი, სადაც მგზავრები ფრენის დაჯავშნამდე ქარის პროგნოზსა და საჰაერო ბურთების შესაძლო რისკს ამოწმებენ.
ადგილობრივი მოსახლეობა კი შიშობს, რომ ჰიბრიდული თავდასხმების მიზანი მხოლოდ ინფრასტრუქტურის დაზიანება არ არის, არამედ საზოგადოებაში დაძაბულობისა და დაუცველობის განცდის გაძლიერება.
"ისინი ნატოს საზღვრებს ამოწმებენ", — ამბობს ვილნიუსის მცხოვრები მარტინასი — "და ჩვენ კი უბრალო საჰაერო ბურთებთან გამკლავებაც კი გვიჭირს".
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები