კესტუტის ბუდრისი

კესტუტის ბუდრისი

15 Dec. 2025, 13:07

არსებული სიტუაცია ისაა, რისკენაც მოვუწოდებდით ერთი წლის წინ. ჩვენ გვჭირდება, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა აღდგეს. ეს გულისხმობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებას და შემდგომ ნაბიჯებს. მაგრამ ვხედავთ რომ პროცესი დეგრადაციას განიცდის, დემოკრატია კი უკუსვლას. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ლიეტუველ ხალხს დიდი მოლოდინი ჰქონდა, ისევე როგორც ქართველ ხალხს, რომელსაც ჰქონდა ევროპული პერსპექტივა და დიდი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან წევრობის საკითხზე. მე კვლავ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მაგრამ არსებული სიტუაცია ამასთან შეუთავსებელია. ზომები, რომელსაც არსებული რეჟიმი მიმართავს პოლიტიკური ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ, აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ასეთი ტენდენციის ნახვა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მიმართ და ნამდვილად მაქვს იმედი, რომ რეჟიმი საქართველოში შეცვლის პოზიციას და გადახედავს სტრატეგიულად სადაა საქართველოს ადგილი. ახლა, როდესაც მსოფლიოში უზარმაზარი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება, სად ვართ ან მსოფლიოს რომელ ნაწილთან ერთად.

ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა "ევროსკოპს" ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განუცხადა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ