2 000-მდე მეორადი საბურავი — თეგეტამ გიორგიწმინდას დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა გარემოზე ზრუნვას აგრძელებს — თეგეტა მოტორსისა და თეგეტა გრინ პლანეტის ერთობლივი ინიციატივით ამჯერად მეორადი საბურავებისგან გიორგიწმინდას დასახლება გაიწმინდა. ფართომასშტაბიანი გარემოსდაცვითი აქტივობის ფარგლებში, დასახლებასთან არსებული ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიიდან 2 000-მდე მეორადი საბურავი გაიტანეს.
გიორგიწმინდაში წლების განმავლობაში მოწყობილ არალეგალურ ნაგავსაყრელზე გადაყრილი საბურავები სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა, როგორც ნიადაგსა და წყალს, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას. შედეგად, დაბინძურებული და სამუშაოდ რთული რელიეფური პირობების მქონე ტერიტორია, უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, რამდენიმე დღის განმავლობაში კომპანიის რესურსებით სრულად გაიწმინდა. ამოღებული საბურავები ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “გარემოზე ზრუნვა თეგეტასთვის ერთჯერადი კამპანია არ არის. ეს არის ჩვენი CSR სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. როგორც კი გიორგიწმინდაში არსებული საავტომობილო ნარჩენების შესახებ გავიგეთ, გადავწყვიტეთ, მყისიერი რეაგირება.
კარგად გვესმის, რომ საავტომობილო ნარჩენები, მათ შორის საბურავები, ათწლეულების განმავლობაში რჩება გარემოში, არ იშლება, გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ეკოსისტემასა და ადამიანების ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ თეგეტა მოტორსი და თეგეტა გრინ პლანეტი, ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, წლებია, ამ გამოწვევას ვპასუხობთ. ეს არის ის მიდგომა, რომელიც თეგეტას გამოარჩევს: ჩვენ არ ვართ მხოლოდ ბიზნესი — ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი პარტნიორი საზოგადოებისა და გარემოს წინაშე“.
ფოტო: თეგეტა
აქტივობის მიზანი არა მხოლოდ კონკრეტული ტერიტორიის გაწმენდა, არამედ საზოგადოებისთვის იმის შეხსენება იყო, რომ საბურავებისა და სხვა საავტომობილო ნარჩენების უკონტროლო გადაყრას შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თეგეტა გრინ პლანეტი — მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაცია, რომელიც კანონის შესაბამისად საავტომობილო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს.
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: “მოხარულები ვართ, რომ თეგეტა მოტორსისა და თეგეტა გრინ პლანეტის ერთობლივი ინიციატივით მორიგი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ და საბურავების ნარჩენებისგან კიდევ ერთი დაბინძურებული ტერიტორია გავწმინდეთ. ასეთი აქტივობები მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას, მით უმეტეს, რომ შეგროვებული ნარჩენები ტექნიკური რეგლამენტის სრული დაცვით გადამუშავდება.
მსგავს პროექტებზე აქამდეც არაერთხელ გვიმუშავია. მხოლოდ გასულ წელს თეგეტა გრინ პლანეტმა 6 000 ტონაზე მეტი საავტომობილო ნარჩენი — საბურავები, აკუმულატორები და გამოყენებული ზეთი შეაგროვა და გადაამუშავა. ვამაყობთ, რომ ეს ციფრები ყოველწლიურად იზრდება და ამით ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასა და გარემოზე ზრუნვაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს.
ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვდით, თუ საავტომობილო ნარჩენებით დაბინძურებულ ადგილებს შეხვდებიან, შეგვატყობინონ — თეგეტა გრინ პლანეტის ვებგვერდზე ან Tegeta App-ში შეავსონ განაცხადები, ჩვენ კი შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“.
ფოტო: თეგეტa
თეგეტა მოტორსისა და თეგეტა გრინ პლანეტისთვის ეს არ არის საბურავების ნარჩენებისგან ტერიტორიის დასუფთავების პირველი შემთხვევა. გასულ წლებში მათი ინიციატივით მსგავსი აქტივობა თბილისსა და ბაკურიანშიც განხორციელდა. გარდა ამისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, თეგეტა გრინ პლანეტის 45-მდე შეგროვების პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც მოსახლეობას საავტომობილო ნარჩენების ჩაბარების შესაძლებლობაც აქვს. კომპანიის გზავნილია: არ გადაყარო, ჩააბარე. ჩაბარებული ნარჩენები კი ახალ ნედლეულად გარდაიქმნება.
--
გარემოს დაცვა თეგეტა მოტორსის CSR-ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება. თეგეტა აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. თეგეტა გრინ პლანეტთან ერთად, ყოველწლიურად გროვდება მილიონობით ტონა საავტომობილო ნარჩენი — მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება. თეგეტა აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, 2021 წლიდან შიდა ბიზნესპროცესებს — სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. დამატებით, თეგეტა მოტორსი მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. მათ შორისაა კამპანია — არ გადაყარო, ჩააბარე და მომხმარებლების მიერ ასობით სპეციფიკური ნარჩენის ჩაბარება, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის ათეულობით მწვანე ყუთი თეგეტას სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
კომენტარები