თბილისში, შარტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაჭრილი კაცი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაპოვნი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი და საჭირო სამედიცინო პროცედურები უტარდება.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი დაჭრილის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პირი შსს-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. არხის ინფორმაციით, დაჭრილმა ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება თავად მიიყენა.