ამბროლაურში სატვირთო ავტომობილის ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. სამივე მათგანი სატვირთოს მგზავრი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ავარია გვიან ღამით მოხდა და სხვა არავინ დაშავებულა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.