საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 13 პირი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე ოთხი პირი ამხილეს.

"სამართალდამცველებმა, ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის და ნინოწმინდის რაიონში, მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, ხოლო გამოვლენილი არალიცენზირებული სახერხი საამქროები დალუქეს", - აღნიშნავენ შსს-ში.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის საქმეზე მიმდინარეობს.