ევროვიზიის გამარჯვებული ჯამალა რუსეთში ძებნილად გამოცხადდა
ფოტო: Maja Suslin / EPA
ცნობილი უკრაინელი მომღერალი ჯამალა რუსეთში ძებნილად გამოცხადდა. მუსიკოსი, რომლის ნამდვილი სახელი სუსანა ჯამალადინოვაა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში ოქტომბერში აღმოჩნდა, თუმცა, ადგილობრივი მედიისთვის ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
მომღერლის ძებნილად გამოცხადების ოფიციალური მიზეზი უცნობია, მაგრამ გამოცემა Mediazona იუწყება, რომ ოკუპანტ ქვეყანაში ჯამალას რუსეთის სამხედრო ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში სდებენ ბრალს.
გასული წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე ჯამალა აქტიურად იყენებს თავის პლატფორმას რუსულ აგრესიაზე ცნობიერების ასამაღლებლად. მუსიკოსი არაერთ ქვეყანაში ჩავიდა და საქველმოქმედო კონცერტებშიც მიიღო მონაწილეობა. ამჟამად იგი ავსტრალიაში იმყოფება.
ჯამალამ, წარმოშობით ყირიმელმა თათარმა მომღერალმა, 2016 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსი მოიგო. მისი საკონკურსო სიმღერა 1944, ერთი მხრივ, ეხებოდა საბჭოურ ეპოქაში ყირიმელი თათრების მასობრივ რეპრესიებს (რომელშიც მომღერლის ბებიაც მოჰყვა), მეორე მხრივ კი, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის რეგიონის ანექსიას ეხმაურებოდა.
"სადაც უნდა ვიყო, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება, სხვებს შევახსენო, რომ უცხოელები ჩემს სახლში შემოიჭრნენ, დახოცეს ადამიანები, გაანადგურეს და გადაწერეს ჩემი კულტურა", — განაცხადა ჯამალამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე შარშან, — "ეს ჯერ 1944-ში მოხდა, მერე — 2014-ში, ახლა კი ისევ მეორდება. უკრაინაში ახლა ყველას ესმის, რომ ეს ნებისმიერს შეიძლება შეეხოს, თუკი ბოროტებას არ შევაჩერებთ და ჩადენილი დანაშაულისთვის არ გავასამართლებთ".
ბოროტება კი 2016 წელს ჯამალას ევროვიზიაზე მონაწილეობასაც ეწინააღმდეგებოდა. მომღერლის საკონკურსო სიმღერა დუმის დეპუტატებმა მაშინ "რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ გზავნილად შეაფასეს".
აღსანიშნავია, რომ ჯამალას გარდა, რუსეთში შესვლა 30-ზე მეტ უკრაინელ მომღერალს ეკრძალება. ამასთან, ქვეყანაში დაგმეს რუსი ხელოვანების პროტესტიც ომის წინააღმდეგ. რამდენიმე თვის წინ რუსეთში პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე მწერალი დმიტრი გლუხოვსკი ძებნილად გამოცხადდა. "სახელმწიფო ღალატისთვის" მოითხოვეს მსახიობ ლია ახეჯაკოვას დასჯაც.
დისიდენტ ხელოვანებთან ბრძოლის პარალელურად, რუსეთში ალტერნატიული კულტურის შექმნასაც ცდილობენ. მაგალითისთვის, გაზაფხულზე გახდა ცნობილი, რომ ევროვიზიიდან განუსაზღვრელი ვადით მიბრძანებულ ქვეყანაში ამ კონკურსის ანალოგის შექმნა სურთ. ინიციატივის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ "მეგობრულმა სახელმწიფოებმა" უნდა მიიღონ, სიმღერები კი მარტო რუსულად შეიძლება შესრულდეს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები