აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, სავარაუდოდ, საქართველოდან გასვლას უკრძალავენ
ფოტო: მარიამ ნიკურაძე / OC Media
დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მას ქვეყნის დატოვება აუკრძალა და მას მხოლოდ აზერბაიჯანში შეუძლია დაბრუნება.
აფგან სადიგოვმა, დამოუკიდებელი აზერბაიჯანული საინფორმაციო გამოშვებისა და YouTube არხის Azel.TV-ის ხელმძღვანელმა, 17 ივლისს განაცხადა, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა მას და მის ოჯახს ანტალიაში გაფრენის საშუალება არ მისცეს. სადიგოვის თქმით, მას უთხრეს, რომ მას მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო დაბრუნება.
"მე არ შემიძლია საქართველოდან მესამე ქვეყანაში წასვლა. მხოლოდ ორი არჩევანი მაქვს: დავრჩე საქართველოში, ან დავბრუნდე აზერბაიჯანში”, — განუცხადა მან OC Media-ს 19 ივლისს.
"ჩემი ცოლისა და ორი შვილის პასპორტები შეამოწმეს, მაგრამ როცა მე მივეცი პასპორტი, აეროპორტის თანამშრომელმა პოლიცია გამოიძახა. არაფერი ამიხსნეს და მითხრეს, რომ შემეძლო შსს-სთვის მიმემართა იმის გასაგებად, თუ რომელმა უწყებამ ამიკრძალა ქვეყნიდან გასვლა", — თქვა მან.
სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობს.
ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ, OC Media-ს აცნობა, რომ ისინი აპირებენ მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადიგოვის ქვეყნიდან გასვლის პრევენციის სამართლებრივი დასაბუთების მისაღებად.
მაღრაძის თქმით, სადიგოვისთვის აეროპორტში გაჩერების შემდეგ, არანაირი საბუთი, ან შეტყობინება არ მიუციათ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, მარიამ ყველაშვილი განმარტავს, რომ შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული პოტენციური სამართლებრივი საფუძველი, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მესამე ქვეყანაში გამგზავრების აკრძალვისთვის. ეს, როგორც წესი, მოიცავს მათ მონაწილეობას მასპინძელ ქვეყანაში, ან — მშობლიურ ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესებში და მათი ექსტრადიციის შესაბამის მოთხოვნას.
OC Media-ს არაერთი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.
სადიგოვს მანამდე ორჯერ მიუსაჯეს პატიმრობა აზერბაიჯანში, რამდენიმე ადმინისტრაციულ პატიმრობასთან ერთად. წარსულში ის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნა აღიარებული პოლიტპატიმრად.
2016 წელს სადიგოვს მიესაჯა 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ძალადობის ბრალდებით, მოგვიანებით კი სასჯელი ერთი წლით შემცირდა.
2019 წელს ის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2022 წლის მაისში, პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, სასჯელი ოთხ წლამდე შეუმცირდა.
სადიგოვმა განუცხადა OC Media-ს, რომ გათავისუფლების შემდეგ ის და მისი ოჯახი აზერბაიჯანში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ.
"საქართველოში ცხოვრება ადვილი არ იყო ჩემთვის, რადგან აქ ვგრძნობდი, რომ ვიღაც მყავდა ადევნებული და არაერთხელ მიმიღია მუქარის შემცველი გზავნილები, — განაცხადა სადიგოვმა.
ორი დღის შემდეგ, რაც სადიგოვს საქართველოდან გასვლის უფლება არ მისცეს, Azel.TV-ის ვებსაიტზე მასალა წაიშალა და გაჩნდა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების სიახლეები. სადიგოვმა განუცხადა OC Media-ს, რომ ვებსაიტზე მსგავსი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა.
აზერბაიჯანის მთავრობამ 2023 წლის ნოემბრიდან გააძლიერა ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე, დააპატიმრა ჟურნალისტები და მედიის თანამშრომლები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ გამოცემებთან.
ამჟამად, ციხეში, სულ მცირე, 10 ჟურნალისტი რჩება, რასაც საერთაშორისო უფლებადამცველი და მედია ორგანიზაციები პოლიტიკურ დევნად აფასებენ.
უსაფრთხოდ ცხოვრებას, ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ბევრი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ცდილობს, თუმცა დიდი ხანია არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უსაფრთხოდ შეუძლიათ მათ საქართველოში ყოფნა. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დადგა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადასცეს, 2017 წელს.
შიში კიდევ უფრო გამძაფრდა ხელისუფლების მიერ კანონის მიღების შემდეგ, რომელიც სამოქალაქო ჯგუფებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ არის მიმართული.
"რეპორტიორები საზღვრების გარეშე [RSF] ძალიან შეშფოთებულია მმართველი პარტიის [ქართული ოცნების] მიერ არჩეული გზით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკვე კანონი მოითხოვს მედიისა და არაკომერციული ორგანიზაციების უცხოურ აგენტად რეგისტრაციას", — უთხრა OC Media-ს ჟან კაველიემ, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა.
"საქართველო სულ უფრო და უფრო შორდება პრესის თავისუფლებისთვის დამაკმაყოფილებელ გარემოს და, შესაბამისად, დემოკრატიას", — თქვა კაველიემ.
RSF-ის ბოლო მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველომ 103-ე ადგილი დაიკავა 180 ქვეყანას შორის, ხოლო აზერბაიჯანი 164-ზეა.
რეიტინგში ადგილები ორივე ქვეყანამ დაკარგა, საქართველო კი პრესის თავისუფლების "პრობლემური" კატეგორიიდან "რთულ" კატეგორიაში გადავიდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები