სვანეთში უკვე მეექვსე დღეა, ორ დაკარგულ ახალგაზრდას — გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ დაკარგულების შესახებ ინფორმაცია მათთან 24 ივლისს შევიდა. მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო მხოლოდ ახლა მოხერხდა.

დაკარგულებს ეძებდნენ მაშველებისა და დრონების საშუალებით.

მათი ახლობლების თქმით, ფარჯიანი და გვიჩიანი ზემო სვანეთიდან ლენტეხის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც გზა დაკარგეს.

"ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და და მესიჯის გამოგზავნა, რომ დაიკარგნენ ტყეში", — დაწერა მათმა ახლობელმა, დათო ფარჯიანმა ფეისბუქზე.

სამაშველო ვერტმფრენი, დღეს დილიდან, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე მუშაობს.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში ადგილობრივებმა, ვერტმფრენის ჩართვის მოთხოვნით, გუშინ გზა გადაკეტეს.