Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6 — Galaxy AI-ის ახალი ეტაპი
ფოტო: Samsung
გამოსცადე Galaxy AI-ს შესაძლებლობები ახლა უკვე დასაკეც სმარტფონებზე.
10 ივლისს, Samsung Electronics-მა პარიზში წარადგინა სრულიად ახალი Galaxy Z Fold6 და Galaxy Z Flip6
წლის დასაწყისში, Samsung-მა წამოიწყო AI-ის ახალი ეპოქა Galaxy AI-ის წარდგენით. ახლა კი, თავის დასაკეც მოწყობილობებთან ერთად, Galaxy AI გადადის შემდეგ ეტაპზე.
“Samsung-ს ინოვაციების ხანგრძლივი ისტორია აქვს, რამაც მოგვცა საშუალება, ვიყოთ ლიდერები, შევქმნათ დასაკეცი მოწყობილობები და მობილური ხელოვნური ინტელექტის ეპოქა. ამჯერად ჩვენ გავაერთიანეთ ეს ორი ტექნოლოგია და გავხსენით ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის, მთელ მსოფლიოში.” განაცხადა TM Roh-მა, Samsung Electronics-ის მობილური მოწყობილობების მიმართულების ხელმძღვანელმა.
“ჩვენი დასაკეცი მოწყობილობები აკმაყოფილებს თითოეული მომხმარებლის უნიკალურ მოთხოვნილებებს. გაუმჯობესებული Galaxy AI-ს დახმარებით, Samsung-ი გთავაზობთ სრულიად ახალ გამოცდილებას”
Samsung-მა შექმნა ყველაზე თხელი და მსუბუქი Galaxy Z სერია, რომელიც მორგებულია მომხმარებელზე და კომფორტულია სატარებლად. იდეალურად სიმეტრიული დიზაინი, კიდევ უფრო საიმედო გამძლეობა. Galaxy Z-ის უახლესი სერიები აღჭურვილია Armor Aluminum-ის ჩარცოთი და Corning® Gorilla®Glass Victus® 2 -ის ეკრანით - მომხმარებელის კომფორტისა და სიმშვიდისთვის.
გარდა საიმედოობისა, Galaxy Z სერიის ელემენტი კიდევ უფრო მძლავრია. Galaxy Z Fold6 და Flip6 აღჭურვილია Snapdragon® 8 Gen 3 მობილური პლატფორმით და მოწინავე Snapdragon მობილური პროცესორით, რომელიც აერთიანებს საუკეთესო CPU, GPU და NPU შესრულებას.
პროცესორი ოპტიმიზებულია AI გადამუშავებაზე, შედეგად, გთავაზობს გაუმჯობესებულ გრაფიკულ გამოსახულებას და კიდევ უფრო ხარისხიან პერფორმანსს. Galaxy Z Flip6-ს კი, პირველად Flip-ის სერიაში, დაემატა ორთქლის მილი.
ფოტო: Samsung
Galaxy Z Fold6 გთავაზობს ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ ფუნქციებს, რომლებიც მაქსიმალურად ზრდის შენს კრეატიულ შესაძლებლობებს და გიმარტივებს ყოველდღიურობას.
ჩანაწერების ასისტენტს, Note Assist-ს, შეუძლია ტექსტების შეჯამებას და ავტომატური ფორმატირება.
ახლად დამატებული ფუნქცია, Composer, გეხმარება ტექსტების შედგენაში და გთავაზობს ვერსიებს ელექტრონული მეილებისა თუ სოციალური მედია პოსტებისთვის.საინტერესოა, რომ სოციალური მედია პოსტების შემთხვევაში, Composer იმახსოვრებს შენს საკომუნიკაციო ტონს წინა პოსტების ანალიზით და გთავაზობს შესაბამის წინადადებებს.
Google Gemini-ს უახლესი აპლიკაცია სრულად ინტეგრირებულია Galaxy Z-ის სერიასთან, რაც გაძლევს საშუალებას, უბრალოდ გადაუსვა თითი ეკრანის კუთხეში ან თქვა, “ Hey Google” და მიიღო საჭირო ინფორმაცია ყველა საკითხზე. მაგალითად, Gemini საშუალებას გაძლევს, დაგეგმო მოგზაურობა. უბრალოდ სთხოვე Gemini-ის, დაგეგმოს შენი ტური რომელიმე ქალაქში და ის მოგაწვდის სრულ მარშრუტს: რა ღირსშესანიშნაობები შეგიძლია ნახო, სად ისადილო, სად შეისვენო და როგორ გამოიყენო შენი დრო ოპტიმალურად.
Circle To Search — შემოხაზე, რომ მოძებნო, ფუნქციით მარტივად მიიღებ ინფორმაციას მოგზაურობისას, შენთვის სასურველი ადგილის ან ღირსშესანიშნაობის შესახებ.
ფუნქცია Interpreter (თარჯიმანი) კი გეხმარება გაიუმჯობესო კომუნიკაცია უცხო ენაზე. ფუნქცია ახალ რეჟიმს გთავაზობს და ორმაგი ეკრანის საშუალებით, უკვე ორივე მხარე ხედავს საუბრის წერილობით თარგმანს მთავარ და დამხმარე ეკრანებზე. ასევე შეგიძლია ისარგებლო ცალმხრივი თარგმანით და ლექციების ან ნებისმიერი სხვა ტიპის პრეზენტაციის მოსმენისას გაიგო რას ამბობს მოსაუბრე შენს სასურველ ენაზე.
ზარების პირდაპირი თარგმანის ფუნქცია - მობილურზე საუბრისას, Galaxy Z Flip6 თარგმნის საუბარს ლაივ რეჟიმში, 16 სხვადასხვა ენაზე.
Galaxy Z Fold6 გთავაზობს თამაშის სულ სხვა გამოცდილებას. კიდევ უფრო მძლავრი პროცესორი და 1.6-ჯერ გაზრდილი ორთქლის მილი უზრუნველყოფს გაგრილების სიმძლავრის გაუმჯობესებას. გრაფიკული გამოსახულება უფრო ნათელია, საუკეთესო Ray Tracing-ისა და 2600-მდე გაზრდილი ნიტის საშუალებით.
Galaxy Z Flip6: შენზე მორგებული, უნიკალური გამოცდილება
Galaxy Z Flip არ არის შექმნილი მხოლოდ მარტივად სატარებლად, სმარტფონი გთავაზობს შენზე მორგებულ AI ფუნქციებს, რათა მაქსიმალურად ისიამოვნო ყოველი მომენტით.
3.4 ინჩიანი Super AMOLED FlexWindow კიდევ უფრო გაუმჯობესეებულია, რაც საშუალებას გაძლევს, ისარგებლო AI ფუნქციებით მოწყობილობის გახსნის გარეშეც კი.
FlexCam კი კვლავ აგრძელებს გაუმჯობესებას და გთავაზობს ახალ კრეატიულ ფოტო გადაღების გამოცდილებას.
ახალი Auto Zoom-ის FlexCam-ის საშუალებით, კამერა ავტომატურად ასწორებს ფოკუსს ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე, ასევე თვითონ ცვლის მასშტაბირებას, რათა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი მნიშვნელოვანი ეტევა კადრში. ასევე, თუ კადრში ვინმე ამოძრავდება, არც ესაა პრობლემა, კამერა ერგება კადრს და არჩევს საუკეთესო გამოსახულებას. ეს ყველაფერი კი შესაძლებელია ხელის შეხების გარეშე .
შეგიძლია ისიამოვნო Z Flip6-ით და არ იდარდო ელემენტის გამძლეობაზე. ეს არის ყველაზე 4 000 mAh, დიდი ელემენტი Flip-ის სერიაში, გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობით და მძლავრი ჩიპსეტით. მაშინაც კი თუ ვიდეოები მუდმივად ჩართული გექნება, მობილურის ელემენტი ძლებს 23 საათის განმავლობაში.
უსაფრთხოება, რომელსაც შეგიძლია ენდო
Galaxy Z Fold6 და Flip6 დაცულია Samsung Knox-ის მიერ Samsung Galaxy-ის მრავალშრიანი უსაფრთხოების პლატფორმით, რომელიც შექმნილია კრიტიკული ინფორმაციის დასაცავად. საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ის რეალურ დროში აღმოაჩენს მას და იცავს თქვენს პირად უსაფრთხოებას.
Galaxy Z Fold6 და Z Flip6 უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებში. Მოასწარი შეძენა და მიიღე განსაკუთრებული საჩუქრები. Საჩუქრების გასაგებად გადადი samsung.com/ge/offer
გახსოვდეს, ჰოლოგრამა გიცავს!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: Samsung.com/ge
-
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე "ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე
გადახედვა
-
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
გადახედვა
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები