დეტალები: სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რაჭის ტყეების პროტესტის მონაწილეებს შეხვდა.

  • საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მას უთხრა, რომ პროტესტის უსაფრთხო პირობებში გასაგრძელებლად, სჭირდებათ კარვის გაშლა სამინისტროს ეზოში, რის უფლებასაც სამართალდამცავები არ აძლევენ.
  • გოლეთიანმა იოსელიანას სთხოვა, როგორც სახალხო დამცველს, დაეფიქსირებინა პოზიცია ამასთან დაკავშირებით.
  • "გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ბუნებრივია, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში", — თქვა ომბუდსმენმა.
  • მან ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარტი პირველივე დღიდან თვალს ადევს პროცესს, აკეთებს მონიტორინგს და ექნებათ შესაბამისი შეფასებები.

რა ხდება: ონისა და ამბროლაურის მოსახლეობა და მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის 18 ნოემბრიდან მოყოლებული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, აქციას მართავს.

  • ისინი რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ.
  • 18 ნოემბერს, შსს-მ აქციის 11 მონაწილე დააკავა. მათი მტკიცებით, ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.
  • დაკავებულები გუშინ, 19 ნოემბერს გაათავისუფლეს, მათი სასამართლო პროცესი კი 29 ნოემბრისთვის გადაიდო.