რას წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი ლგბტ(ქ)ი ადამიანების უსაფრთხოებასა და უფლებებზე
რატომ არის მნიშვნელოვანი: 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან ტრანსფობიასთან ბრძოლის (IDAHOBIT) საერთაშორისო დღეა.
- ამ დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადმიანები ეკონომიკური და სოციალური თანასწორობისთვის საბრძოლველად გამოდიან, თუმცა, საქართველოში 17 მაისს თემის წარმომადგენლები სიძულვილს, აგრესიასა და ძალადობას აწყდებიან.
- 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, როცა სასულიერო პირებმა და მრევლმა მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბიეს, ყოველ წელს, ამ დღეს საპატრიაქო აქცია-მსვლელობებს ატარებს და მას "ოჯახის სიწმინდის დღეს" უწოდებს.
- ჰომოფობები ამტკიცებენ, რომ ლგბტქ ადამიანებს საქართველოში არავინ ჩაგრავს, თუმცა ეს მართალი არ არის — ძალადობის არაერთი ფაქტი ვიცით და კიდევ ბევრი უცნობია.
- ქვეყანაში ადამიანებს ჩაგრავენ მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო, უზღუდავენ წვდომას კერძო საკუთრებაზე, ძალადობენ ფიზიკურად და კლავენ.
- 5 ივლისს ლგბტ თემს ღირსების მარშის გამართვის საშუალება არ მიეცა, რადგან ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს და ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს — ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ ლგბტ(ქ)ი ადამიანების ღირსების აღიარებისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევაა ლგბტ(ქ)ი ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების რეალური დაცვა და სოციალური ჰომოფობია, რომელიც ლგბტ(ქ)ი ადამიანების ყოველდღიურობაზე, საჯარო და პირად ცხოვრებაზე მძიმე გავლენას ახდენს.
- ხაზს უსვამენ, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პოლიტიკური უფლებების აღიარებასთან და დაცვასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენები სახელმწიფოს დემონსტრაციულ გულგრილობას, პოლიტიკურ ჰომოფობიას და ძალადობის შეწყნარების უმძიმეს გამოცდილებას აჩვენებს.
- მათივე შეფასებით, ეს პოლიტიკა მკვეთრად აზიანებდა და აზიანებს დემოკრატიული, მშვიდობიანი და პლურალისტური საზოგადოების განვითარების შესაძლებლობებს და არაერთ სოციალურ კრიზისს ქმნიდა.
- "უკვე წლებია ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები, ეკლესია და სხვა აქტორები ქვიარ ადამიანების და ქვიარ საკითხების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას ცდილობენ და ხშირად ეს დომინანტური პოლიტიკა ლგბტ(ქ)ი ადამიანების სიცოცხლის, ღირსების და მომავლის ჩამორთმევის მიზეზიც გამხდარა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
- ცენტრის განცხადებით, თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები ფრაგმენტული რჩება და ხელისუფლების მხრიდან ლგბტ(ქ)ი უფლებების პოლიტიკური აღიარების სირთულე და უფრო მეტიც, პოლიტიკური ჰომოფობია, ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას შეუძლებელს ხდის.
პოლიტიკური ჰომოფობია: ორგანიზაცია ამბობს, რომ ჰომოფობიის დაძლევის პოლიტიკის ხელშეწყობის ნაცვლად, მმართველი გუნდი ბოლო პერიოდში აქტიურად მიმართავს ჰომოფობიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას.
- "თუ წინა წლებში მათი მხრიდან აშკარა იყო ანტი-ლგბტ(ქ)ი მოძრაობების, რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების მიმართ გამოვლენილი ლოიალობა, მიმდინარე წელს, ხელისუფლების მკაფიო კონსერვატიული შემობრუნების კვალდაკვალ, შესამჩნევია მმართველი პოლიტიკური კლასის მხრიდან ჰომოფობიური რიტორიკის ღიად გამოყენება", — აღნიშნავენ ისინი.
- საუბრობენ მარტის მოვლენებზეც, როდესაც საპროტესტო აქციის დისკრედიტაციის მიზნით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთი ჰომოფობიური განცხადება გაჟღერდა.
- მაგალითად მოჰყავთ მაღალჩინოსნების მხრიდან დემონსტრაციის მონაწილე ახალგაზრდების დემონიზების ფონზე, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლაზარე გროგორიადისის დაკავების შემდეგ, მის წინააღმდეგ სახელისუფლებო პროპაგანდის ღიად ამუშავება.
- ასევე, მაისში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა კონსერვატიულ ჰომოფობიურ კონფერენციაში, სადაც მან სხვა პოპულისტ ლიდერებთან ერთად ანტიდემოკრატიული, ჰომოფობიური შინაარსით გაჟღენთილი სიტყვა წარმოთქვა.
- ხაზს უსვამენ იმასაც, რომ 2023 წლის მარტში მთავრობის მიერ დაგვიანებით მიღებული 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია არ მოიცავს სექსუალური უმცირესობების საკითხებს, დოკუმენტში ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებები საერთოდ არ არის ნახსენები, ხოლო გენდერთან დაკავშირებულ საკითხებად, მხოლოდ ქალთა უფლებები მოიაზრება.
- "პოლიტიკური ჰომოფობიის ეს მძლავრი ტალღა ერთი მხრივ მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ხოლო მეორე მხრივ, ლგბტ(ქ)ი ადამიანებისთვის, მათი ფიზიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით რეალურ რისკებს წარმოქმნის. მით უფრო, რომ მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოსთვის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შორისაა, რომელიც ევროკომისიის დასკვნით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
გარდა ამისა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ლგბტ(ქ)ი ადამიანების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ჯაჭვის კონტექსტში განიხილავენ საზოგადოებაში ჰომოფობიის შემცირების პოზიტიურ ტენდენციას.
- მათი შეფასებით, იმის ფონზე, რომ ხელისუფლება ჰომოფობიის დაძლევის კუთხით აუცილებელ ნაბიჯებს არ დგამს, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულმა დადებითმა ტენდენციამ მომდევნო წლებში რეგრესი განიცადოს.
- ხაზს უსვამენ, რომ უსაფრთხოების მზარდ რისკებს უკავშიდება ლგბტ(ქ)ი ადამიანებისთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა — 2012 წლის შემდეგ საქართველოში ლგბტ(ქ)ი ადამიანებს შეკრების თავისუფლებით უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში სარგებლობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
- "აშკარაა, რომ სახელმწიფო დემონსტრაციულ გულგრილობას იჩენს ლგბტ(ქ)ი ადამიანების შეკრების უფლების რეალური დაცვის მიმართულებით და არ იღებს ადეკვატურ პრევენციულ ზომებს კლერიკალური, ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეებისა და ძალადობის აღკვეთის მიზნით. უფრო მეტიც, აშკარაა ხოლმე მათი მხრიდან გამოვლენილი ლოიალობა ანტი-ლგბტ(ქ)ი მოძრაობებისა და რიტორიკის მიმართ", — აცხადებს ორგანიზაცია.
- ამბობენ, რომ ამ კუთხით განსაკუთრებით კრიტიკული იყო 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები: "იმის მიუხედავად, რომ პოლიცია ინფორმირებული იყო ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეებისგან მომდინარე ძალადობის რისკების შესახებ, მან არ მიიღო ეფექტიანი პრევენციული ზომები ძალადობის შეკავებისა და მით უფრო, ლგბტ(ქ)ი აქტივისტებისთვის შეკრების თავისუფლების რეალიზებისთვის".
- "უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრის ანტიკონსტიტუციურმა განცხადებამ უმრავლესობის უფლებების შესახებ, წაახალისა ჰომოფობიური შინაარსის მასობრივი ძალადობა. ამ ფონზე, კიდევ უფრო მძიმე სურათს ქმნის ის ფაქტი, რომ ძალადობის ორგანიზატორების სამართლებრივი პასუხისმგებლობა დღემდე არ დამდგარა, რაც ერთი მხრივ აღრმავებს უნდობლობას სახელმწიფოს მიმართ და მეორე მხრივ კი, საშიშ ტენდენციას ქმნის ჰომოფობიური განწყობების გაღრმავებისა და ძალადობის წახალისების კუთხით", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოს უარი თქვას ჰომოფობიის ნორმალიზებისა და ლგბტ(ქ)ი უფლებების საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე გაუარესების ტენდენციაზე და გააცნობიეროს დისკურსული ძალადობის პირდაპირი გავლენა ლგბტ(ქ)ი ადამიანების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე. ასევე:
- შეიმუშაოს ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან გამკლავების სისტემური პოლიტიკა, რომელიც საგანმანათლებლო და საინფორმაციო პოლიტიკის გატერებას გულისხმობს სკოლებში, უნივერსიტეტებში, საჯარო სამსახურში და უფრო ფართედ საზოგადოებაში;
- გააძლიეროს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბძროლის პოლიტიკა და ამ მიმართლებით გაზარდოს პრევენციასა და მსხვერპლის დაცვაზე ორიენტირებული მიდგომები;
- პატივი სცეს ლგბტ(ქ)ი ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და მიიღოს ყველა ზომა მათთვის უსაფრთხო და ღირსეული საჯარო სივრცის შესაქმნელად;
- შეიმუშაოს ექსტრემისტულ ძალადობრივ ჯგუფებთან გამკლავების ეფექტიანი პოლიტიკა;
- შეიმუშაოს ლგბტ(ქ)ი ადამიანების სოციალურ ექსკლუზიასთან გამკლავების სისტემური პოლიტიკა და ის ადამიანის უფლებათა პოლიტიკის დოკუმენტებში ასახოს.
ერთობლივ განცხადებაში საელჩოები აცხადებენ, რომ მიესალმებიან მრავალფეროვნებას და სოლიდარობას უცხადებენ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში.
- ასევე, ხაზს უსვამენ, რომ ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას, მათ არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა.
- საელჩოები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარა ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ, მათ შორის 2021 წლის ივლისის პრაიდ კვირეულის დროს, ძალადობის აშკარად წამქეზებელ და ჩამდენ ადამიანთა უმრავლესობა და ეს კიდევ უფრო ზღუდავს ლგბტქი+ პირთა შესაძლებლობას გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრების უფლება.
- ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა.
- ასევე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა შეუსაბამოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
-
მეცნიერებმა დედამიწის უდიდესი მასობრივი გადაშენების საიდუმლო ამოხსნეს მეცნიერებმა დედამიწის უდიდესი მასობრივი გადაშენების საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით — რეკონსტრუქცია ბრუნდება | ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით — რეკონსტრუქცია ბრუნდება | ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
-
რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების გამო EU-ის 9 ქვეყანა მოითხოვს, რომ ოლიმპიურ კომიტეტს დაფინანსება შეუწყდეს რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების გამო EU-ის 9 ქვეყანა მოითხოვს, რომ ოლიმპიურ კომიტეტს დაფინანსება შეუწყდეს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ასტრონავტებმა კოსმოსში რენტგენი გადაიღეს ისტორიაში პირველად, ასტრონავტებმა კოსმოსში რენტგენი გადაიღეს
გადახედვა
-
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ პეტერ სიიარტომ "ფიდესი" დატოვა და ჩინურ კომპანიას უხელმძღვანელებს პეტერ მადიარი აცხადებს, რომ პეტერ სიიარტომ "ფიდესი" დატოვა და ჩინურ კომპანიას უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
Anthropic-მა Claude-ის შიდა "აზროვნების სივრცე" აღმოაჩინა Anthropic-მა Claude-ის შიდა "აზროვნების სივრცე" აღმოაჩინა
გადახედვა
-
შალვა ნათელაშვილი: მალე ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იქნება პარტიების გენოციდური დევნა შალვა ნათელაშვილი: მალე ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იქნება პარტიების გენოციდური დევნა
გადახედვა
-
POG: ყალბი ბინადრობის დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო POG: ყალბი ბინადრობის დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის ღამით სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა იგეგმება დიდ ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის ღამით სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა იგეგმება
გადახედვა
-
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა | ვიდეო კლინიკიდან ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა | ვიდეო კლინიკიდან
გადახედვა
-
TI: თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს TI: თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს
გადახედვა
-
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის — საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი STEM განათლება მთელი საქართველოსთვის — საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
-
ევროპელი ლიდერები "უკრაინა — სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად კიევში ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები "უკრაინა — სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად კიევში ჩავიდნენ
გადახედვა
-
ქუთაისში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა — მაშველებმა ნანგრევებში 30 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს ქუთაისში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა — მაშველებმა ნანგრევებში 30 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
ნულზე ნაკლები ინტერესი მაქვს AI-ს მიმართ — სალმან რუშდი ნულზე ნაკლები ინტერესი მაქვს AI-ს მიმართ — სალმან რუშდი
გადახედვა
-
ქვიზი: მითია თუ რეალობა — რამდენად კარგად იცი ისტორია? ქვიზი: მითია თუ რეალობა — რამდენად კარგად იცი ისტორია?
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
-
სუხიშვილები, ცეკვაში თქმულნი — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილები, ცეკვაში თქმულნი — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
ნინო წილოსანი: ის, რაც 2024 წელს ხდებოდა, არ იხარშებოდა საქართველოში, მას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა "დიფ სთეითის" ნინო წილოსანი: ის, რაც 2024 წელს ხდებოდა, არ იხარშებოდა საქართველოში, მას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა "დიფ სთეითის"
გადახედვა
-
რიკი მარტინმა 16 ივლისს რუსთავში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა რიკი მარტინმა 16 ივლისს რუსთავში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა
გადახედვა
-
კონსტანტინე გამსახურდიას ცნობით, ქუთაისში, კიკვიძის ძეგლის ადგილას, ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება კონსტანტინე გამსახურდიას ცნობით, ქუთაისში, კიკვიძის ძეგლის ადგილას, ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება
გადახედვა
კომენტარები