პეტერ მადიარი აცხადებს, რომ პეტერ სიიარტომ "ფიდესი" დატოვა და ჩინურ კომპანიას უხელმძღვანელებს
"უნგრეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტო თანამდებობა დატოვა, ის ჩინურ კომპანიას უხელმძღვანელებს", — ამის შესახებ სოციალურ ქსელში უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი წერს. მისი თქმით, "ფიდესის" გავლენიანი პოლიტიკოსები სათითაოდ ტოვებენ ჩაძირულ გემს. მოსალოდნელია, რომ არა მხოლოდ ყოფილი მმართველი პარტია დაიშლება, არამედ "ფიდესის" საპარლამენტო ფრაქციაც სრულად ჩამოიშლება
"ყოფილი მმართველი პარტია "ფიდესის" სრული დაშლა სულ უფრო სწრაფი ტემპით გრძელდება.
პეტერ სიიარტომ, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც მანამდეც უცხოურ ინტერესებს წარმოადგენდა, დღეს ოფიციალურად განაცხადა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. იგი სათავეში ჩაუდგება იმ ჩინურ კომპანიას, რომლისთვისაც წარსულში უნგრეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარ სუბსიდიებს ლობირებდა. აქამდე არსებულ ვითარებასთან შედარებით განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ამიერიდან სიიარტოს იმავე "საქმიანობისთვის" უნგრელი ხალხი კი არ გადაუხდის ხელფასს, არამედ მისი რეალური დამსაქმებელი.
ამ ყველაფრის ფონზე, "ფიდესის" ამომრჩევლისთვისაც კი აშკარა ხდება, თუ ვის ინტერესებს იცავდა დამხობილი ორბანის მთავრობის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აკუმულატორებისა და საავტომობილო ინდუსტრიის იმ მრავალმილიარდიან ინვესტიციებთან მიმართებით, რომლებიც ათასობით მილიარდ ფორინტს შეადგენდა.
ამასობაში, "ფიდესის" გავლენიანი პოლიტიკოსები სათითაოდ ტოვებენ ჩაძირულ გემს და დღეს ახალი პარტიის დაფუძნების შესახებაც კი განაცხადეს.
მოსალოდნელია, რომ არა მხოლოდ ყოფილი მმართველი პარტია დაიშლება ნაწილებად, არამედ "ფიდესის" საპარლამენტო ფრაქციაც სრულად ჩამოიშლება.
"ფიდესმა" უკვე ოფიციალურად დაადგა გაუქმების გზას, რითაც "თავისუფალ დემოკრატთა კავშირისა" (SZDSZ) და რეჟიმის ცვლილების დროინდელი სხვა ყოფილი პარტიების ბედი გაიზიარა.
ამ დროს კი ვიქტორ ორბანი, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური გაერთიანება აისბერგს შეაჯახა, სოციალურ ქსელში კონსტიტუციურ კრიზისზე პოსტავს, თავად კი ოჯახთან და ოლიგარქებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა მატჩის საყურებლად.
Sic transit gloria mundi — ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება.
ამ ფონზე, "ტისას" მთავრობა დღესაც მართავს სხდომას და უნგრელი ხალხის საკეთილდღეოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს", — წერს სოციალურ ქსელში უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი.
ცნობისათვის, პეტერ სიიარტო საქართველოს მმართველ პარტიასთან, ქართულ ოცნებასთან, მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა. ეს კავშირი ძირითადად სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობასა და იდეოლოგიურ სიახლოვეს ეფუძნებოდა. სიიარტო და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არაერთხელ გამოსულან საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თბილისსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის დაძაბულობა გაიზარდა. სიიარტო 5-ჯე რიმყოფებოდა საქართველოში — 2016, 2020, 2023 და 2024 წლებში, ამ ვიზიტებისას ჰქონდა შეხვედრები ირაკლი კობახიძესთან და მაკა ბოჭორიშვილთან და მონაწილეობს საქართველო–უნგრეთის მთავრობათაშორისი თანამშრომლობის ფორმატებში.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები