ახმატ კადიროვი, სავარაუდოდ, მეორედ დაქორწინდა — მას ცერემონიაზე $1.2 მლნ-ად შეფასებული საათი ეკეთა
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, 20 წლის ახმატ კადიროვი მეორედ დაქორწინდა. ინტერნეტში გავრცელდა სადღესასწაულო ცერემონიის ფოტოები, სადაც OC Media-ს ცნობით, ახმატ კადიროვს 1,2 მილიონ დოლარად შეფასებული Graff MasterGraff-ის საათი უკეთია.
ჩეჩნური ოპოზიციური მოძრაობა NIYSO-ს ინფორმაციით, უფროსმა კადიროვმა, რომელიც ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარეა, მეორე ცოლი 11 ივლისს, ახმატ-იურტში გამართულ დახურულ ცერემონიაზე შეირთო. ახმატ-იურტი (ყოფილი ცენტოროი) კადიროვების საგვარეულო სოფელია.
ირიბ მტკიცებულებად NIYSO-მ მოიყვანა ფოტო, რომელიც ინსტაგრამზე ჩეჩნეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ალიხან ცაკაევის ვაჟმა, ამირხან ცაკაევმა გამოაქვეყნა. ფოტოზე ახმატ კადიროვი სადღესასწაულო სამოსშია გამოწყობილი. გარდა ამისა, ოპოზიციურმა მოძრაობამ გაავრცელა საზეიმო ფეიერვერკებისა და სროლების ამსახველი ვიდეოკადრები რომლებიც, მათივე განცხადებით, სწორედ იმ დღესაა გადაღებული. კადიროვის სავარაუდო მეორე ცოლის ვინაობა უცნობია.
რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Verstka-ს ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ კადიროვს მაჯაზე დაახლოებით 1.2 მილიონი დოლარის ღირებულების საათი ეკეთა. მათი გამოძიების მიხედვით, ეს ბრიტანული წარმოების Graff MasterGraff-ის მოდელია, რომლის ვარდისფერი ოქროს ციფერბლატი გაფორმებულია 357 ბრილიანტით (საერთო წონით 36.46 კარატი) და ალიგატორის ტყავის სამაჯური აქვს. აღნიშნული მოდელი აღარ იწარმოება, მისი შეძენა საცალო გაყიდვაში შეუძლებელია.
Graff MasterGraff-ის მაჯის საათი
OC-Media წერს, რომ ახმატ კადიროვი უკვე დაქორწინებულია. პირველად მან 2023 წლის მარტში, 17 წლის ასაკში იქორწინა. ეს ქორწილიც მკაცრად გასაიდუმლოებული იყო: სტუმრებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაღება ეკრძალებოდათ, ხოლო პატარძლის ვინაობა ოფიციალურად არ დასახელებულა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი პირველი მეუღლე გროზნოს საქალაქო საკრებულოს დეპუტატის ქალიშვილი, ტამილა მახმატოვა იყო.
ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ახმატ კადიროვი კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მოგვიანებით რამზან კადიროვმა ამ შეხვედრას "არაფორმალური" უწოდა.
OC-Media-ს ცნობით, ანალოგიური სცენარით წარიმართა რამზან კადიროვის სხვა ვაჟების ქორწილებიც. 2024 წლის ივნისში, 17 წლის ელი კადიროვი სრულიად გასაიდუმლოებულ გარემოში დაქორწინდა. 2025 წლის ივნისში კი, ვლადიმერ პუტინთან საჯარო შეხვედრის შემდეგ, ცოლი 17 წლის ადამ კადიროვმაც შეირთო. ეს ქორწილიც ახმატ-იურტში გაიმართა. რამზან კადიროვის ვაჟების მეუღლეების ვინაობა ოფიციალურად, როგორც წესი, არასოდეს სახელდება.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები