აშშ-ში კაცმა ბანკის გაძარცვა კნუტთან ერთად სცადა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა
ფოტო: Beltsville Community Cats
მერილენდში კაცმა ბანკის გაძარცვა უჩვეულო "თანამზრახველთან" — მოპარულ კნუტთან ერთად სცადა.
კაცი თავდაპირველად ქალაქ ბელტსვილში მდებარე Pet Supplies Plus-ის ზოომაღაზიაში შევიდა, საიდანაც 3 თვის შავ-თეთრი კნუტი, სახელად მაგნოლია მოიპარა. თვითმხილველების თქმით, ამის შემდეგ ის იმავე სავაჭრო ცენტრში მდებარე PNC Bank-ის ფილიალისკენ გაიქცა.
"კაცი, რომელმაც კნუტი წაიყვანა, ახლომდებარე ბანკში შევიდა და მისი გამოყენება ძარცვის მცდელობისას სცადა. მან ბანკის მენეჯერს კნუტის დაჭერა სთხოვა, სანამ წერილს დაწერდა, შემდეგ კი მოლარეს გადასცა ჩანაწერი, რომელშიც ნაღდ ფულს ითხოვდა", — წერს ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია Beltsville Community Cats.
ფოტო: GoogleMaps
ძარცვის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ეჭვმიტანილი კი დააკავეს. მაგნოლია ბანკის მენეჯერის კაბინეტში იპოვეს — კნუტი უვნებელი იყო.
"მაშინვე დავინახე უამრავი პოლიციის მანქანა და გავიფიქრე, რომ მოპარული კატის გამო საკმაოდ მასშტაბური რეაგირება იყო. შემდეგ მივხვდი, რომ პოლიციელები ბანკისკენ მიდიოდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ გვითხრეს, რომ კნუტი ბანკში იყო", — უამბო NBC 4-ს Beltsville Community Cats-ის წარმომადგენელმა სტეფანი სტულიჩმა.
ზოომაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, კაცი რამდენიმე კვირის განმავლობაში მაღაზიას თითქმის ყოველდღე სტუმრობდა და კნუტით განსაკუთრებით იყო დაინტერესებული.
მაგნოლია.
ფოტო: Beltsville Community Cats
ამჟამად მაგნოლიასთვის ახალ სახლს ეძებენ.
"ახლა, როცა მისი ხანმოკლე "კრიმინალური ცხოვრება" წარსულს ჩაბარდა, მაგნოლია ისევ იმას აკეთებს, რაც ყველაზე კარგად გამოსდის — ადამიანების გულებს იპყრობს. ის მუდმივ სახლს კვლავ ეძებს, სადაც ერთადერთი, რასაც მოიპარავს, სასუსნავები და სათამაშოები იქნება", — დაწერა Beltsville Community Cats-მა ფეისბუქზე.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
კომენტარები