ნულზე ნაკლები ინტერესი მაქვს AI-ს მიმართ — სალმან რუშდი
სალმან რუშდის თქმით, ხელოვნურ ინტელექტს ლიტერატურაში, კინოსა თუ ხელოვნების სხვა დარგებში არაფერი არ ესაქმება. ლეგენდარული მწერალი ამბობს, რომ AI-ს არსებითად არ შეუძლია ორიგინალური რამის შექმნა.
"არანაირი. ნული", — ასე კატეგორიულად უპასუხა რუშდიმ ჟურნალისტის შეკითხვას, რა როლი აქვს AI-ს შემოქმედებით საქმეში, — "უსარგებლოა, რადგან შორსაა ორიგინალურობისგან. მხოლოდ ის შეუძლია, რომ უზარმაზარი ინფორმაცია გადაამუშაოს და მისი სხვადასხვა ვერსია შემოგთავაზოს. არ შეუძლია ისეთი რამ გააკეთოს, რაც მანამდე არავის გაუკეთებია. და ხელოვნება სწორედ ეს არის — აღმოაჩინო ის, რაც სხვებს ჯერ არ გაუკეთებიათ. ამდენად, ნულზე ნაკლები ინტერესი მაქვს AI-ს მიმართ.
"ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, თავშესაქცევი. ესაა წინააღმდეგობის გამოხატულება; უპირისპირდები ხალხს, რომელსაც ზოგჯერ ეს არ მოსწონს, მაგრამ კიდევ ერთი მიზეზია, რატომ უნდა განაგრძო ამის კეთება".
ფოტო: Kai Pfaffenbach / AP
ხელოვნებისადმი ამგვარი დამოკიდებულება სულ არაა გასაკვირი მწერლისგან, რომელიც ლიტერატურაში ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე პროვოკაციულ და საკამათო ფიგურად მიიჩნევა. რუშდის შემოქმედება კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, თავად ავტორი კი სიკვდილის მუქარებიც სამიზნედაც იქცა. 1988 წელს გამოცემული რომანი ეშმაკეული აიები მუსლიმთა ნაწილმა ირანში მკრეხელობად მიიჩნია, რის გამოც წიგნი ქვეყანაში აიკრძალა. მომდევნო წელს ირანის ლიდერმა აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ ედიქტით მიმდევრებს რუშდის მოკვლისკენ მოუწოდა. მწერლის მკვლელობისთვის ჯილდოდ $3 მილიონიც დაწესდა.
მართალია, ირანის მთავრობა მოგვიანებით გაემიჯნა ხომეინის განკარგულებას, თუმცა, რუშდისადმი მტრული განწყობა ქვეყანაში მაინც შენარჩუნდა. 2012 წელს ნახევრად-ოფიციალურმა რელიგიურმა ორგანიზაციამ ირანში რუშდის მოკვლის "გასამრჯელოდ" $2,8 მილიონიდან $3,3 მილიონამდე შეაგროვა. ამასთან, მწერალს 2022 წელს, ნიუ-იორკის შტატში საჯაროდ გამოსვლისას დაესხნენ თავს. მომხდარიდან მალევე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "თავდასხმა მწერლისა და მისი მხარდამჭერების ბრალია".
თავდასხმის შედეგად, რუშდიმ ცალ თვალში მხედველობა და ერთ ხელში მგრძნობელობა დაკარგა. ამის მიუხედავად, თავად მწერალი მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან თავდასხმას გადაურჩა.
სალმან რუშდიზე თავდასხმა მსოფლიოში არაერთმა ცნობილმა მწერალმა და პოლიტიკოსმა დაგმო. მათ შორის იყო ცნობილი ბრიტანელი ავტორი ჯოან როულინგი, რომელმაც ამ განცხადების შემდეგ თავადაც მიიღო სიკვდილის მუქარა.
მართალია, ხომეინის განკარგულება აქამდე ვერ აღასრულეს, თუმცა, ეშმაკეულ აიებთან დაკავშირებული არაერთი ლიტერატორი იქცა სამიზნედ. 1991 წლის ივლისში რომანის იაპონელი მთარგმნელი, ჰიტოში იგარაში, სამშობლოში მოკლეს. წიგნის იტალიელ მთარგმნელს, ეტორე კაპრიოლოს, ცივი იარაღით დაესხნენ თავს მილანში. 1993 წლის ოქტომბერში ეშმაკეული აიების ნორვეგიელ გამომცემელს ესროლეს ოსლოშიც.
რუშდიზე თავდასხმის შესახებ გადაიღეს დოკუმენტური ფილმი დანა: სალმან რუშდის მკვლელობის მცდელობა, რომელიც მწერლის 2024 წელს გამოქვეყნებულ მემუარულ წიგნს ეფუძნება. უახლეს ინტერვიუში მწერალს ასევე ჰკითხეს, რას ფიქრობს მისი ცხოვრების შესახებ მხატვრული ფილმის გადაღებაზე.
"მწერალი იმისთვის არ გავმხდარვარ, რომ საკუთარ თავზე მეწერა", — აცხადებს რუშდი, — "მეტიც, ეს თემა ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს. მწერლობა იმიტომ ვარჩიე, რომ ამბები შემეთხზა".
79 წლის მწერალი ახლაც მორიგ ამბავს თხზავს — რუშდიმ გაამხილა, რომ ახალ რომანზე მუშაობს.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები