რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების გამო EU-ის 9 ქვეყანა მოითხოვს, რომ ოლიმპიურ კომიტეტს დაფინანსება შეუწყდეს
ევროკავშირის ცხრა წევრი ქვეყნის სპორტის მინისტრი ევროკავშირის სპორტის კომისარს, გლენ მიკალეფს ოფიციალური წერილით მიმართავს და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის (IOC) ევროპული დაფინანსების შეწყვეტას სთხოვს. ამის მიზეზი საერთაშორისო კომიტეტის მიერ გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლითაც რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს დაწესებული შეზღუდვები მოეხსნა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ღია წერილს, რომელიც ევროკავშირში შვედეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა, ხელს აწერენ შვედეთის, ესტონეთის, ნიდერლანდების, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, რუმინეთის, ფინეთისა და დანიის სპორტის მინისტრები.
მინისტრები კომისარ მიკალეფს მოუწოდებენ, უზრუნველყოს, რომ იმ ორგანიზაციებმა, რომელთა ქმედებებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, ევროპული მხარდაჭერითა და ფონდებით ვერ ისარგებლონ.
შვედეთის სოციალურ საქმეთა მინისტრმა, იაკობ ფორსმედმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რეალურად არაფერი შეცვლილა და კრემლი კვლავ აგრძელებს სისხლიან ომს.
"ადგილზე არაფერი შეცვლილა. რუსეთი კვლავ აგრძელებს სასტიკ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დაფინანსების პროგრამები და თანამშრომლობის ჩარჩოები არ შეიძლება ისე ჩამოყალიბდეს, რომ ამან რუსეთის აგრესიის ნორმალიზების რისკი შექმნას", — განაცხადა მან.
მინისტრების განცხადებით, ნებისმიერი მტკიცება იმის შესახებ, რომ სპორტი შეიძლება გაიმიჯნოს პოლიტიკისგან, "ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული", რადგან ომის გამო უკრაინელი სპორტსმენები კვლავ მოკლებულნი არიან საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის თანაბარ პირობებში მომზადების შესაძლებლობას.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს დისკვალიფიკაცია (რომელიც ძალაში 2023 წლის ოქტომბრიდან იყო) გასულ კვირას შეუჩერა. ორგანიზაციის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის შემადგენლობაში აღარ შედიან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეგიონული სპორტული ორგანიზაციები.
ევროპელი მინისტრები კი მიიჩნევენ, რომ ეს არგუმენტი არასაკმარისია და რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ სანქციები სრულად უნდა შენარჩუნდეს.
ღია წერილში ცხრა ქვეყნის სპორტის მინისტრები ევროკავშირს მოუწოდებენ, დაფინანსება შეუწყვიტოს კიდევ ორ მსხვილ სპორტულ გაერთიანებას:
- წყლის სახეობათა საერთაშორისო ფედერაციას (World Aquatics);
- ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციას (FIG).
აღნიშნულმა ორგანიზაციებმა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მსგავსად, ბოლო პერიოდში რუს სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება აღუდგინეს.
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
კომენტარები