STEM განათლება მთელი საქართველოსთვის — საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
ფოტო: საქართველოს ბანკი
4 წელი, 2 000-ზე მეტი მოსწავლე, 500-ზე მეტი სტიპენდიატი — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურად აგრძელებს.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა, კომაროვის სკოლასთან ერთად, დააარსა STEM სკოლა — საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას ემსახურება.
STEM სკოლა, მთელი საქართველოს მასშტაბით, VII-XI კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი და კომაროვის პროფესიონალი მასწავლებლებისგან მიიღონ ხარისხიანი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
პროექტში მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან არიან ჩართულნი. სრულად დისტანციური სწავლება კი მათ შესაძლებლობას აძლევს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, დაეუფლონ მომავლის პროფესიებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს.
პროექტის წარმატებაზე ციფრებიც მეტყველებს: STEM სკოლის პირველი, მეორე და მესამე მოდული უკვე 2 000-ზე მეტმა მოსწავლემ დაასრულა, საქართველოს ბანკის სტიპენდიით კი 500-ზე მეტმა მოსწავლემ ისარგებლა.
სასწავლო კურსის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, კომპიუტერულ პროგრამირებას, ელექტროინჟინერიას, მიკროელექტრონიკას, ლოგიკურ აზროვნებასა და ალგორითმების შექმნას. ასევე, ეუფლებიან Tinkercad-ის გამოყენებას, Arduino-ს დაპროგრამებასა და სენსორების მართვას. კურსის ბოლოს კი საკუთარი ინტერესების მიხედვით STEM პროექტებს ქმნიან და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ.
STEM სკოლის კურიკულუმი დასავლური საგანმანათლებლო პრინციპებისა და გამოცდილების საფუძველზეა შემუშავებული, სასწავლო პროცესს კი STEM სწავლების გამოცდილების მქონე კომაროვის პროფესიონალები უძღვებიან.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკი საუკეთესო შედეგების მოსწავლეებს სწავლის დაფინანსების შესაძლებლობასაც აძლევს, ყოველწლიურად 90 მოსწავლიდან 60 სრულ, ხოლო 30 - 50%-იან დაფინანსებას იღებს.
შედეგად, საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი ათასობით მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან მიიღონ ხარისხიანი განათლება და გადადგან პირველი ნაბიჯები მომავლის პროფესიებისკენ.
STEM სკოლის ახალი მიღება აგვისტოს ბოლოს გამოცხადდება და მოსწავლეებს მთელი საქართველოდან კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ პროექტში და მოიპოვონ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები