კალაძის ხალხს ჰპირდება, რომ "ამერის" საფეხბურთო ცენტრში FIFA-ს სტანდარტის 2 მოედანი მოეწყობა
თბილისი მერი კახა კალაძის ხალხს ჰპირდება, რომ "ამერის" საფეხბურთო ცენტრში FIFA-ს სტანდარტის 2 მოედანი მოეწყობა და კიდევ ერთ სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ე.წ. ამერის სტადიონის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, თბილისის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა და საპროექტო დოკუმენტაცია შეისყიდა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი, როგორც გლდანის რაიონისთვის, ისე საფეხბურთო სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს იყო წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება.
"თბილისის მერიის ინიციატივით, გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის N37ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც იყო გაუბედურებული და განადგურებული ინფრასტრუქტურის მქონე ე.წ. ამერის სტადიონი, დაგეგმილია ფეხბურთის მოედნების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენი დაპირება იყო ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე, რომ აქ მოეწყობოდა თანამედროვე საფეხბურთო ცენტრი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სივრცეში კარგი პროექტის განხორციელება, რადგან აღნიშნულ სტადიონზე წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ბავშვი ვარჯიშობდა, თუმცა დღეს იქ არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს", — განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზეც.
"უკვე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. ძალიან მალე გვექნება შესაბამისი პროექტი და უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოებზეც. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 11x11-ზე ფიფა-ს სტანდარტის ორი მოედნის სრული რეაბილიტაცია, არსებული ტერიტორიის სრული განახლება, ასევე, 7x7-ზე არსებული სტადიონის რეაბილიტაცია. მოედნების დატვირთვიდან გამომდინარე, მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება შენობა, რომელშიც მოეწყობა გასახდელები, საპირფარეშოები, საშხაპეები, სასაწყობე ფართები, ადმინისტრაციული ოთახები და ყველა საჭირო სივრცე, რაც განაპირობებს საფეხბურთო ცენტრის შეუფერხებელ ფუნქციონირებას", — განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ "ამერის" საფეხბურთო ცენტრი დაიბრუნებს თავის ძველ სპორტულ დიდებას.
"გლდანის რაიონისთვის და საფეხბურთო სამყაროსთვის აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. გაძლევთ პირობას, რომ "ამერის" საფეხბურთო ცენტრი დაიბრუნებს თავის დიდებას და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ, იგივე "ავაზას" საფეხბურთო ცენტრი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში გასხვისდა სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, თუმცა აღნიშნული სივრცე, ადგილმონაცველეობის პრინციპით, დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს და დღეს იქ საუკეთესო სპორტული სივრცეა. იგივე იქნება „ამერის“ სტადიონზე", — განაცხადა კახა კალაძემ
-
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში
-
კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი
გადახედვა
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები