რას გვპირდება ამილახვარი
ფოტო: გიორგი ამილახვარი / FB
ღარიბაშვილმა განათლების მინისტრად რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერი, გიორგი ამილახვარი წარადგინა. ის მიხეილ ჩხენკელს შეცვლის.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ამილახვარის პოსტზე დანიშვნა ნაწილია იმ საკადრო ცვლილებებისა, რაზეც ინფორმაცია ბოლო კვირების განმავლობაში, რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ ვრცელდება.
- ღარიბაშვილმა თქვა, რომ თანამდებობის დატოვების სურვილი მიხეილ ჩხენკელმა თავად გამოთქვა, რადგან აკადემიურ საქმიანობაში უნდა დაბრუნება. აქვე დაამატა, რომ ის მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს.
- ღარიბაშვილმა ჩხენკელს მადლობა გადაუხადა, ხოლო ამილახვარი აქო და "ძალიან წარმატებული ადამიანი" უწოდა.
- ისაუბრა მის დასავლურ განათლებაზე და თქვა, რომ ის უკვე წლებია, აქტიურადაა ჩართული ამ სფეროში. თქვა, რომ ამილახვარს "ძალიან კარგი ხედვა აქვს" და იცის, როგორ უნდა მოგვარდეს "ჯერ კიდევ არსებული პრობლემები".
- "ჩვენ გვჭირდება კარგი მენეჯერები, დარგის მენეჯერები. ამავდროულად, მინდა ვთვქა, რომ ძალიან ბერვი სამეცნიერო ნაშრომები ქართულ და ინგლისურ ენებზე. პარალელურად მუშაობდა თავის აკადემიურ საქმიანობაზე", — თქვა ღარიბაშვილმა.
რას გვპირდება ამილახვარი: ამილახვარმა სიტყვა ღარიბაშვილისა და გუნდის მიმართ მადლობით დაიწყო და თქვა, რომ დიდი პატივია, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას უხელმძღვანელოს.
- მისი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ რიგი გამოწვევები და პრობლემები რჩება, არ დაუკონკრეტებია რაზე საუბრობს, თუმცა ხაზი გაუვსა, რომ მათ სწრაფი პასუხი და გადაჭრა სჭირდებათ.
- იმ პირობებში, როდესაც რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებსა და უნივერსიტეტებს ქართული ოცნება მადისკრედიტირებელი კამპანიით უპირისპირდება, ამილახვარი "ბავშვებთან, მშობლებთან, დამსახურებულ მასწავლებლებთან, სკოლებთან, ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან" აქტიურ კომუნიკაციას აანონსებს.
- "...იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად, მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს, ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ".
გარდა ამისა, ამბობს, რომ სურთ, საუკეთესო შესთავაზონ საკუთარ შვილებს, ამიტომ აქტიურად და სწრაფად იმუშავებენ.
- დებს პირობას, რომ შექმნიან აუცილებელ, ღირსებულ პირობებს მასწავლებლებისთვის. ასევე, შესთავაზებენ სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს იმ სტუდენტებს, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ.
- ამილახვარის თქმით, მისი მინისტრობის დროს პროფესიული განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება, ამასთან დაკავშირებით კი ხედვას უახლოეს პერიოდში გააცნობს საზოგადოებას.
- "საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად. მოვიზიდოთ მეტი უცხოელი სტუდენტი და პროფესორი საქართველოში, რაც პირდაპირ უდრის ჩვენი განათლების ხარისხის ზრდას და პირდაპირ ინვესტიციას განათლებაში".
- ამილახვარმა სიტყვა კვლავ ღარიბაშვილისთვის მადლობის გადახდით დაასრულა.
ვინ არის გიორგი ამილახვარი: დეპუტატი 1984 წელს მოსკოვშია დაბადებული. ქართული ოცნების სხვა სახეებისგან განსხვავებით ხშირი და ხმამაღალი განცხადებებით ცნობილი არ არის.
- ერთ-ერთია იმ 76 დეპუტატს შორის, რომელსაც საქართველოში რუსული კანონის მიღება სურდა.
- აქამდე ის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
- უფრო ვრცლად ამილახვარზე შეგიძლიათ ინფორმაციას გაეცნოთ აქ.
-
2025 — განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად 2025 — განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
-
27 იანვარს, 18:00 საათზე, პენიტენციურ დეპარტამენტთან, ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია გაიმართება 27 იანვარს, 18:00 საათზე, პენიტენციურ დეპარტამენტთან, ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: დააკავეს პირი, რომელიც ბრენდირებულ ვადაგასულ პროდუქციას ყიდდა საგამოძიებო სამსახური: დააკავეს პირი, რომელიც ბრენდირებულ ვადაგასულ პროდუქციას ყიდდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში თბილისსა და რეგიონებში 88 ნარკორეალიზატორი დააკავეს შსს: ბოლო 24 საათში თბილისსა და რეგიონებში 88 ნარკორეალიზატორი დააკავეს
გადახედვა
-
"ოცნების" მთავრობა: ეფექტიანობის დეპარტამენტმა 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტს 67 413 621 ლარი დაუზოგა "ოცნების" მთავრობა: ეფექტიანობის დეპარტამენტმა 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტს 67 413 621 ლარი დაუზოგა
გადახედვა
-
თეგეტა აუთლეტი — მხოლოდ ორი დღით ტოპ-ბრენდების პროდუქცია ყველაზე დაბალ ფასად თეგეტა აუთლეტი — მხოლოდ ორი დღით ტოპ-ბრენდების პროდუქცია ყველაზე დაბალ ფასად
-
თომას შუ, რომელიც ბათუმის "დინამოს" საპატიო პრეზიდენტად დასახელდა და "ჰალსიონის კოშკები" უნდა აეშენებინა ძებნილი ნარკოდამნაშავე აღმოჩნდა თომას შუ, რომელიც ბათუმის "დინამოს" საპატიო პრეზიდენტად დასახელდა და "ჰალსიონის კოშკები" უნდა აეშენებინა ძებნილი ნარკოდამნაშავე აღმოჩნდა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის, VISA-სა და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება თიბისი კონცეპტის, VISA-სა და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
-
ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, აღბეჭდეს ძროხა, რომელიც საგანს იყენებს ისტორიაში პირველად, აღბეჭდეს ძროხა, რომელიც საგანს იყენებს
გადახედვა
-
ინფარქტის შემდეგ ადამიანის გულის ქსოვილს რეგენერაცია შეუძლია — კვლევა ინფარქტის შემდეგ ადამიანის გულის ქსოვილს რეგენერაცია შეუძლია — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
20 ფილმი, რომელსაც 2026 წელს 20 წელი უსრულდება 20 ფილმი, რომელსაც 2026 წელს 20 წელი უსრულდება
გადახედვა
-
2025 წელს ოკეანეები რეკორდულად გათბა — ჰიროსიმას 12 ატომური აფეთქების ენერგია წამში 2025 წელს ოკეანეები რეკორდულად გათბა — ჰიროსიმას 12 ატომური აფეთქების ენერგია წამში
გადახედვა
-
გოგა ხაინდარავა "ფორმულას" უჩივის გოგა ხაინდარავა "ფორმულას" უჩივის
გადახედვა
-
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა
-
ილჰამ ალიევი: ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღეს სომხეთი განახორციელებს პირდაპირ გადაზიდვებს ილჰამ ალიევი: ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღეს სომხეთი განახორციელებს პირდაპირ გადაზიდვებს
გადახედვა
-
ტყიბულში დაცვისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა მიხეილ შუფუტინსკის მუსიკის გამო იჩხუბეს ტყიბულში დაცვისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა მიხეილ შუფუტინსკის მუსიკის გამო იჩხუბეს
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე: მოწყალების დღეს ყველაზე არაკაცური ქმედება ჩაიდინეთ! ზვიად ცეცხლაძე: მოწყალების დღეს ყველაზე არაკაცური ქმედება ჩაიდინეთ!
გადახედვა
-
ალან გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის მთავრობა დაითხოვა ალან გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის მთავრობა დაითხოვა
გადახედვა
-
ვალენტინოს ხსოვნისადმი მიძღვნილი წითელი კაბების კოლექცია ვალენტინოს ხსოვნისადმი მიძღვნილი წითელი კაბების კოლექცია
გადახედვა
კომენტარები