"ძლიერი საქართველო": ალიევის განაცხადი ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში საბოლოოდ კარგავს საკუთარ პოზიციებს
ძლიერი საქართველო ლელო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ოლჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ "ამჟამად ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღეს ეს სომხეთის გავლით მოხდება. ერთ დღეს სომხეთი პირდაპირ გადაზიდვებს განახორციელებს აზერბაიჯანიდან და ეს დღე არც ისე შორსაა".
ძლიერი საქართველო ლელო გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ "აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებული განაცხადი, რომ სატრანზიტო ტვირთები, რომელიც საქართველოზე გადის მალე გადამისამართდება სომხეთის სატრანზიტო მარშრუტებზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამყარებს საკუთარ ფუნქციას, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, როგორც დასავლეთის სანდო პარტნიორი რეგიონში საბოლოოდ კარგავს საკუთარ პოზიციებს".
"საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ, საქართველოს მართვის ყოველი დღე ჩვენს ქვეყანას სულ უფრო ძვირი უჯდება.
სწრაფად ცვალებად საერთაშორისო გარემოში ყველა სახელმწიფო ცდილობს, მოძებნოს საკუთარი ინტერესების დაცვის საუკეთესო გზა. ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების, აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის გაუქმების, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერების პირობებში, გაურკვეველია, რა სტრატეგიული ფუნქცია დარჩა ქვეყანას. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მეზობლები, აზერბაიჯანი და სომხეთი, აშშ-ს და ევროკავშირის მხარდაჭერით ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს ქმნიან, საქართველო არა თუ ვერ იძენს რაიმე ახალ ფუნქციას, არამედ კარგავს დღეს მის ხელთ არსებულ შესაძლებლობებსაც.
შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა კარგავს მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსებს და სტრატეგიულ დატვირთვას.
სტრატეგიული ფუნქციის დაკარგვა ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
აშშ ხდება გარანტორი აზერბაიჯან-სომხეთის სატრანსპორტო დერეფნის და ამ დერეფანში მონაწილე ქვეყნების სუვერენიტეტის.
ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგად, საქართველოს რჩება ერთადერთი ფუნქცია - დარჩეს ბუფერულ ზონად რუსეთსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, რომელსაც არც დასავლეთში ინტეგრაციის პერსპექტივა ექნება და არც ეკონომიკური განვითარების შანსი. რუსეთი დიდი ხანია სწორედ ამ ფუნქციას ითვალისწინებს საქართველოსთვის, რაც ივანიშვილის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად რეალობად იქცა. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი, ეს ნიშნავს დაუცველობას, სიღარიბესა და სრულ უპერსპექტივობას", — წერია "ძლიერი საქართველო ლელოს" მიერ განცხადებაში.
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
კომენტარები