Beyond Taste - Lamborghini Tbilisi-ს ექსკლუზიური ვახშამი სერვისცენტრში
ფოტო: თეგეტა
Lamborghini Tbilisi-ს სერვისცენტრის სივრცე 2 დღის განმავლობაში უნიკალურ გარემოდ გარდაიქმნა და პრემიუმ კლასის იტალიური ბრენდის ბიზნესპარტნიორებსა და მომხმარებლებს ექსკლუზიურ ვახშამზე უმასპინძლა, რათა მათ უნიკალური გასტრონომიული გამოცდილება მიეღოთ. Beyond Taste — ასე ჰქვია გამორჩეულ ღონისძიებას, რომელმაც იტალიური გასტრონომია და ავტომობილების სამყარო ერთ სივრცეში გააერთიანა და ამ გზით ავტომოყვარულებს კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო მოუწყო.
თამარ ხოსროშვილი, Lamborghini Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი: “ეს არის Fine Dining-ის სრულიად ახალი გამოცდილება, როდესაც ვახშამი არა არსებულ რესტორანში, არამედ პრემიუმ ბრენდის სერვისცენტრში იმართება; იქ, სადაც ყოველდღიურად მხოლოდ ავტომობილებია წარმოდგენილი. ჩვენი მიზანი იყო, პარტნიორებისა და მომხმარებლისთვის ახალი, უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელი გარემო შეგვეთავაზებინა და მათთვის ნათლად გვეჩვენებინა, რომ Lamborghini Tbilisi-ს სერვისცენტრი სრულად შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებსაც პრემიუმ კლასის იტალიური ბრენდი აერთიანებს, მათ შორის, ინოვაციას, ექსკლუზიურობასა და უნიკალურ გამოცდილებას“.
ფოტო: თეგეტა
გამორჩეული იყო ღონისძიების კონცეფციაც — იტალიიდან ჩამოყვანილმა Michelin Star-ის მფლობელმა შეფმა ჯოვანი ტუჩიმ (Giovanni Tucci) სპეციალურად შექმნილი შვიდკერძიანი ექსკლუზიური მენიუ მოამზადა, რომლის სერვირება პირდაპირ სტუმრების თვალწინ, მაგიდასთან დასრულდა. კერძებს თან ახლდა ქართული ღვინოები, რომლებიც, იტალიური კულინარიის შესაბამისად, სომელიეს მიერ სპეციალურად იყო შერჩეული. ღონისძიების ფარგლებში მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა ცნობილმა ქართველმა ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ. ამასთანავე, საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ვიოლინოს, ჩელოსა და ფორტეპიანოს ცოცხალი შესრულება.
ფოტო: თეგეტა
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ახალი მოდელის — Lamborghini Temerario-ს წარდგენა გახლდათ, რომლის გაყიდვები საქართველოში უკვე დაწყებულია. ეს არის სრულიად ახალი სუპერქარი, აღჭურვილი მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით, მათ შორის, ნოვაციური V8 Bi-Turbo (Hot-V) ჰიბრიდული ძრავით, რომლის მოცულობა 4.0 ლიტრია და 920 ცხენის ძალას ავითარებს. ეს ტექნიკური პოტენციალი უზრუნველყოფს შთამბეჭდავ შესაძლებლობებს — 0-100 კმ/სთ აჩქარება მხოლოდ 2.7 წამშია შესაძლებელი, მაქსიმალური სიჩქარე კი 343 კმ/სთ-ია. ტექნიკურ სრულყოფილებას ავსებს Lamborghini-ს ავთენტური დიზაინი: მკვეთრი, აეროდინამიკური ხაზები, ექვსკუთხა განათების ხელწერა და დაბალი, ფართო სილუეტი, რომელიც ვიზუალურადაც ხაზს უსვამს ავტომობილის სპორტულობას.
ფოტო: თეგეტა
Lamborghini Tbilisi-ს სერვისცენტრში ორი დღის განმავლობაში ექსკლუზიურ ვახშამზე, ჯამში, 60 სტუმარს უმასპინძლეს. ღონისძიების მიზანი იყო ბრენდის სერვისცენტრისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, როგორც მრავალფუნქციური, კონცეპტუალური სივრცისთვის, რომელიც შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში უნიკალურ გარემოდ გარდაიქმნას. კომპანია გეგმავს, რომ მსგავსი ღონისძიებები სერიული სახის გახდეს, იმისთვის, რომ იტალიური სუპერქარების ბრენდმა საქართველოში მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ექსკლუზიური გამოცდილება შესთავაზოს.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი Lamborghini Tbilisi ისტორიული ბრენდის Lamborghini-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ბრენდის შოურუმი თბილისში 2025 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს. Lamborghini სიძლიერის, ინოვაციისა და იდეალიზმის სიმბოლოა, რომელიც ხაზს უსვამს მის უნიკალურ შესაძლებლობებს და გამოხატულია დახვეწილი დიზაინით. Lamborghini Tbilisi-ს შოურუმი მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ ავტომობილის მრავალფეროვან კონფიგურაციებს და გაიზიარონ სპეციალურად მათთვის შექმნილი უნიკალური გამოცდილებები.
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები