სალომე ზურაბიშვილი

21 Jan. 2026, 15:33

"ის ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, არც ლეგიტიმურია და არც აქვს იმის უნარი, რომ ეს კრიზისი გადალახოს. ამ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში, პირველი და ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ გადალახო ეს კრიზისი, რომელიც გამოხატება პროტესტში, მაგრამ არა მხოლოდ, გამოიხატება იმ ყველაფერში, რაც დღეს ვამჩნევთ, რომ ამ რეჟიმს აღარ აქვს საშუალება, რომ თავისი საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ მას აქვს რამე მომავალი და ამ ქვეყანაში ნამდვილად ქმნის რამე პერსპექტივას. გამოსავალი არის ერთი და ერთადერთი — ახალი არჩევნები.

ერთი ასეთი ორგანიზმი, რომელსაც ჰქვია ოპოზიცია — არ არსებობს. არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლის მიმართ არის შედარებით შემცირებული ნდობა. ახალი პოლიტიკური პარტიები არსებობენ, რომლის მიმართ არ არის ასე შემცირებული და ალბათ, რომ იზომებოდეს, მზარდია მათ მიმართ ნდობა, მაგრამ კიდევ ერთხელ, დღეს მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მთლიანად გაუძლოს ამ დღევანდელ მდგომარეობას. ის პარტიები, რომლებსაც სჭირდებათ გარდაქმნა, ალბათ გარდაიქმნებიან მომავალში. ის პარტიები, რომლებიც დღეს იქმნებიან, უთუოდ გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან."

განაცხადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში, სადაც მან საზოგადოების კითხვებს უპასუხა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  3. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  4. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  5. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?

1-ელ სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს, მანამდე…