კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა
ფოტო: Cryptal
საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების სექტორი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კრიპტო აქტივების ბაზრის გაფართოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება რეგულირების საკითხი და მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.
ამ კონტექსტში ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციამ, რომელიც ქვეყანაში რეგისტრირებულ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს (VASP) აერთიანებს, სახელმწიფო უწყებებს მიმართა ინიციატივით, რომელიც ბაზარზე თანაბარი კონკურენციის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ასოციაციის განცხადებით, საქართველოში მოქმედი რეგისტრირებული კომპანიები არათანაბარ გარემოში ოპერირებენ, რადგან ადგილობრივ ბაზარზე აქტიურად ფუნქციონირებენ არარეგისტრირებული საერთაშორისო კრიპტო-პლატფორმები, რომლებიც ქვეყნის მარეგულირებელ ჩარჩოს მიღმა საქმიანობენ. აღნიშნული საკითხი ასოციაციამ საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან მიმართვაში დააყენა.
არათანაბარი კონკურენცია და სისტემური რისკები
ადგილობრივი VASP-ები მიუთითებენ, რომ მათზე ვრცელდება ეროვნული მარეგულირებლის მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს, როგორც მომხმარებელთა იდენტიფიკაციასა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, ისე ტექნიკურ, იურიდიულ და ოპერაციულ ხარჯებს. ამასთანავე, მათი თქმით, საერთაშორისო პლატფორმები, რომლებიც საქართველოში რეგისტრაციის გარეშე სთავაზობენ მომსახურებას მომხმარებლებს, ამ ვალდებულებებს არ ექვემდებარებიან.
სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ასეთი ვითარება ქმნის რამდენიმე სისტემურ პრობლემას:
- იზრდება ფინანსური დანაშაულის რისკი
- მცირდება მომხმარებელთა დაცვის დონე
- ყალიბდება არათანაბარი კონკურენტული გარემო, რომელიც ადგილობრივი ინვესტიციების მოტივაციას ასუსტებს
მათივე განცხადებით, რეგისტრირებული კომპანიები მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავენ რეგულაციების დასაკმაყოფილებლად, მაშინ როცა არარეგისტრირებული უცხოური სუბიექტები ამ ხარჯებს თავიდან ირიდებენ.
ევროპული მიდგომა, როგორც შესაძლო გამოსავალი
ასოციაცია გამოსავლად ევროკავშირის მიერ მიღებულ MiCA (Markets in Crypto-Assets) რეგულაციიის მსგავს მიდგომას ასახელებს, რომელიც 2023 წელს ამოქმედდა და მიზნად ისახავს კრიპტო აქტივების ბაზრის ერთიანი და გამჭვირვალე ჩარჩოს ჩამოყალიბებას. მათი შეფასებით, აღნიშნული მოდელი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მაგალითი საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც კრძალავს არალიცენზირებული სუბიექტების მიერ კრიპტო-მომსახურების აქტიურ შეთავაზებას კონკრეტულ იურისდიქციაში.
აღნიშნული რეგულაციის საფუძველზე თუ კომპანია არ ფლობს შესაბამის ავტორიზაციას, ევროპული პრაქტიკის მიხედვით, მას ეკრძალება სამიზნე ქვეყნის მომხმარებელზე მიმართული მარკეტინგული აქტივობები. ეს მოიცავს ციფრულ რეკლამას, საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაციას, სოციალური მედიის ბანერებს, ინფლუენსერების გამოყენებას, პარტნიორულ პროგრამებს, ადგილობრივ ენაზე ადაპტირებულ ვებგვერდებსა და ადგილობრივი ღონისძიებების ან სპორტული შეჯიბრებების სპონსორობას.
ასოციაციის ინიციატივის ძირითადი არსი
განსაკუთრებულიად მნიშვნელოვანია მომსახურების შეთავაზების ფორმები. საერთაშორისო პრაქტიკაში მკაფიოდ განირჩევა მომხმარებლის ინიციატივით მომსახურების მიღება ("reverse solicitation“) და კომპანიის მხრიდან აქტიური მარკეტინგი ("solicitation“) სამართლიანი და გამჭვირვალე ბაზრისთვის აუცილებელია ამ ორი ცნების მკაფიო გამიჯვნა, რათა რეგულაციებმა ეფექტურად იმუშაოს და არ შეიზღუდოს კანონიერი ეკონომიკური აქტივობა.
ასოციაციის შეფასებით, საქართველოში მოქმედი არარეგისტრირებული უცხოური პლატფორმების მიერ განხორციელებული მიზნობრივი ციფრული მარკეტინგი, SEO ოპტიმიზაცია ან ადგილობრივი ინფლუენსერების მეშვეობით პოპულარიზაცია უნდა ჩაითვალოს რეგულირებად საქმიანობად, როგორც ეს ევროპულ იურისდიქციებშია მიღებული.
დიალოგი და სარეგულაციო პოლიტიკის დახვეწა
ასოციაცია აცხადებს, რომ მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის საქართველოს ეროვნული ბანკთან და სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან. მათი მიზანია ისეთი საკანონმდებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ერთდროულად დაიცავს მომხმარებელთა ინტერესებს, შეამცირებს ფინანსურ რისკებს და შექმნის თანაბარ პირობებს ბაზრის ყველა მონაწილისთვის.
სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებული რეგულაციები ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით სანდო იურისდიქციის პოზიციონირებას და გააძლიერებს უცხოელი ინვესტორების ნდობას ქვეყნის მიმართ.
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
კომენტარები