თომას შუ, რომელიც ბათუმის "დინამოს" საპატიო პრეზიდენტად დასახელდა და "ჰალსიონის კოშკები" უნდა აეშენებინა ძებნილი ნარკოდამნაშავე აღმოჩნდა
ფოტო: აი ფაქტი
ტაივანელი კაცი, რომელიც ბათუმს მსხვილ უცხოელ ინვესტორად გაეცნო, სინამდვილეში საკუთარი ქვეყნიდან 2014 წელს გაქცეული და ამჟამადაც ძებნილი ნარკოდამნაშავე აღმოჩნდა. ამის შესახებ "აი ფაქტის" მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებიდან ვიგებთ, რომელის ავტორებიც OCCRP, The Reporter, Voice of Democracy, Rappler, "აი, ფაქტი" და "ფლანგვის დეტექტორი" არიან.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ინვესტორი, რომელიც თომას შუს სახელით არის ცნობილი, სინამდვილეში ტაივანში დაბადებული მინგ ჩინ ჰსუა. მან ტაივანი 2014 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც სასამართლომ მეტამფეტამინის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნო;
ტაივანის დატოვების შემდეგ მან ფილიპინებისა და კამბოჯას მოქალაქეობა მიიღო და სახელიც შეიცვალა;
სამი ქვეყნის პოლიცია თომას შუს 2016 წელს 364 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკების გადაზიდვის დაფინანსებაშიც ეჭვმიტანილად მიიჩნევს, რაც აზიის მსხვილ ნარკოსინდიკატს — "სემ გორს" (Sam Gor) უკავშირდება (შუსთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ტაივანსა და კამბოჯას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულება არ არსებობს);
შუ საქართველოში 2021 წელს ჩამოვიდა, როგორც კამბოჯური უძრავი ქონების გიგანტის, "ლიქსინ გრუპის" (Lixin Group) წარმომადგენელი. ის კომპანიის სახელით, მაღალი დონის ღონისძიებებს ესწრებოდა. თუმცა, დღეს Lixin Group-ის ადვოკატები ყველაფერს უარყოფენ და აცხადებენ, რომ შუს მათ ჯგუფთან კავშირი არ ჰქონია;
Lixin-ის ყველაზე ამბიციური პროექტი საქართველოში "ჰალსიონის კოშკები" (Halcyon towers) უნდა ყოფილიყო — ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში. თუმცა, პროექტის დაანონსებიდან 4 წლის შემდეგ მშენებლობა დაწყებულიც კი არ არის. უფრო მეტიც, როგორც ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, Lixin-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არქიტექტურული ვიზუალიზაციები მნიშვნელოვნად ჰგავს ჩინეთისთვის შექმნილი სხვა პროექტის დიზაინს, რომლის ავტორი ბრიტანელი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი იყო.
2022 წლის მაისში, გადაჭედილი სტადიონის ცენტრში მდგარი, მუქ ლურჯ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი ათასობით გულშემატკივრის ოვაციებით ტკბებოდა. მან საზეიმოდ ჩაიბარა სამახსოვრო ჯილდო, რომლითაც იგი საქართველოს საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის, ბათუმის "დინამოს" საპატიო პრეზიდენტად დასახელდა.
სამახსოვრო დაფაზე მითითებული იყო მამაკაცის ვინაობა — თომას შუ, Lixin Group-ის დამფუძნებელი, რომელიც კამბოჯაში უძრავი ქონების მსხვილი დეველოპერია. ამ კომპანიას ბათუმის "დინამოსთან" მთავარი სპონსორობის შესახებ ხელშეკრულება ახალი გაფორმებული ჰქონდა.
2022 წლის მაისის საფეხბურთო ღონისძიება შუს მიერ განხორციელებული ინვესტიციების ერთგვარი კულმინაცია იყო. ის ახალი ჩამოსული იყო საქართველოში და დიდ დაპირებებს გასცემდა იმის შესახებ, თუ რის გაკეთება შეეძლო მას და Lixin Group-ს საქართველოსთვის.
ქართული მედია საშუალება Primetime-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ქების ტონით წარადგენდა ინვესტორს, ნათქვამი იყო, რომ შუ, რომელიც თითქოს კამბოჯაში იყო დაბადებულ, შავი ზღვისპირა ტურისტული ქალაქით — ბათუმით იმდენად მოიხიბლა, რომ ოჯახიც კი აქ ჩამოიყვანა. სტატიის მიხედვით, შუ კამბოჯური, სწრაფად მზარდი კონგლომერატის, Lixin Group-ის მეშვეობით 1 მილიარდი ლარის (დაახლოებით, 370 მილიონი დოლარის) ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. მასალაში ასევე გამოქვეყნებული იყო ფოტოები, სადაც შუ პარტნიორსა და შვილებთან ერთად, კერძო თვითმფრინავში და სამთო-სათხილამურო კურორტზე პოზირებდა. იქვე წარმოდგენილი იყო მისი მთავარი პროექტის, Halcyon-ის არქიტექტურული რენდერი - ტალღოვანი ფორმის ფუტურისტული ცათამბჯენების წყვილი, სახურავზე მოწყობილი ტერასებითა და აუზებით.
ქართული მედიის მიერ თომას შუს გაშუქება: სტატია, რომელიც ქართულ საიტ Primetime-ზე იყო გამოქვეყნებული, ინტერნეტიდან მას შემდეგ გაქრა, რაც OCCRP-ის ჟურნალისტებმა გამოცემას ამ მასალის თაობაზე კითხვებით მიმართეს.
ფოტო: წყარო: Primetime.ge
შუმ მკაფიოდ მიანიშნა, რომ მისი ინტერესი მხოლოდ მოგება არ იყო — ის ბათუმისთვის ქველმოქმედიც უნდა გამხდარიყო. Primetime-ის სტატიის მიხედვით, როდესაც 2021 წლის ოქტომბერში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, Lixin Group-მა დაზარალებულებისთვის 100 000 დოლარზე მეტი გაიღო. კომპანიამ ასევე დაიწყო ადგილობრივი საზაფხულო ფესტივალისა და ფრენბურთის ტურნირის სპონსორობა.
თომას შუ იდეალურ უცხოელ ინვესტორს ჰგავდა, თუმცა, მას საიდუმლო ჰქონდა.
OCCRP-ისა და პარტნიორების მიერ მოპოვებული საჯარო ჩანაწერებისა და სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, კამბოჯელი "ქველმოქმედი" სინამდვილეში ტაივანელი ნარკომოვაჭრე იყო. შუ, რომლის ნამდვილი სახელი (2019 წელს სახელის შეცვლამდე) მინგ ჩინ ჰსუ იყო, სამშობლოდან 2014 წელს გაიქცა და მასზე ძებნა დღემდე გამოცხადებულია. მას ასევე სამი ქვეყნის პოლიცია ეჭვმიტანილად მიიჩნევს 364 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკების გადაზიდვის დაფინანსებაში, რომელიც აზიის მსხვილ ნარკოსინდიკატს უკავშირდება (პოლიციის განცხადებით, აღნიშნული დანაშაულისთვის მას ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ტაივანსა და კამბოჯას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულება არ არსებობს).
ჟურნალისტური გამოძიება სრულად ნახეთ აქ.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები