ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა სრულად შეწყვიტა
ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 1-ელი იანვრიდან სრულად შეწყვიტა და მინიმალური სახელშეკრულებო მოცულობების (დაახლოებით 12 მეგავატი) შესყიდვაზეც კი უარი თქვა. ამის შესახებ "კომერსანტი" წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ცნობით, ჩინეთში ელექტროენერგიის ექსპორტის განახლება 2026 წელს ნაკლებად სავარაუდოა. გამოცემის წყაროებმა მიწოდების შეჩერების მთავარ მიზეზად ექსპორტის ფასების ზრდა დაასახელეს, რომელიც ჩინეთში ელექტროენერგიის შიდა ფასებს აღემატებოდა, რაც პეკინისთვის შემდგომი შესყიდვები წამგებიანი იყო.
Meduza-ს ცნობით, "ინტერ რაოს" რუსეთის შორეული აღმოსავლეთიდან ჩინეთში ჭარბი რაოდენობით ელექტროენერგია გაჰქონდა ექსპორტზე. კონტრაქტი ჩინეთის სახელმწიფო ელექტროგადამცემ კორპორაციასთან 2012 წელს გაფორმდა და 2037 წლამდეა ძალაში. მთელი პერიოდის განმავლობაში, ჩინეთში დაახლოებით 100 მილიარდი კილოვატ-საათი, ანუ წელიწადში დაახლოებით ოთხი მილიარდი კილოვატ-საათი უნდა მიეწოდებინა.
"მხარეები ამჟამად აქტიურად იკვლევენ ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობებს. რუსული მხარის ინიციატივით ექსპორტის კონტრაქტის შეწყვეტა არ იგეგმება. ჩინურმა მხარემ, რომელთანაც ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, ასევე არ გამოთქვა ინტერესი კონტრაქტის შეწყვეტის მიმართ", — განაცხადა "ინტერ რაომ".
კომპანიამ დასძინა, რომ შორეული აღმოსავლეთის ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის მოხმარება დაჩქარებული ტემპით იზრდება და არსებობს გენერაციის დეფიციტი, რამაც გამოიწვია ექსპორტის სიმძლავრის შემცირება და ჩინეთში მიწოდების შეზღუდვა.
"კომერსანტის" ცნობით, 2012 წლიდან 2020 წლამდე ჩინეთში ექსპორტი საშუალოდ სამ მილიარდ კილოვატ-საათს შეადგენდა წელიწადში. 2021 წელს მიწოდება 30%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა მოითხოვა ექსპორტის გაზრდა ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონებში ენერგიის დეფიციტის დასაფარად. მიწოდებამ პიკს 4.7 მილიარდ კილოვატ-საათს მიაღწია 2022 წელს. თავდაპირველად კონტრაქტი ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვას ისახავდა მიზნად, თუმცა შორეული აღმოსავლეთის ელექტროქსელში სიმძლავრის დეფიციტის გამო, ექსპორტი 2023 წლის აგვისტოდან მცირდება და მინიმუმს 2025 წელს აღწევს.
გამოცემა წერს, რომ რუსეთიდან ჩინეთში ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობა ჩინეთის შიდა წარმოებასთან შედარებით საკმაოდ შემცირდა, ამიტომ "ბალანსის თვალსაზრისით, ჩინეთის ელექტროქსელს შეუძლია ამ მოცულობების ჩანაცვლება".
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
კომენტარები