სერიალები, რომლებიც 20+ წელს ითვლის
ფოტო: ABC
დრო სწრაფად გადის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სერიალებს ეხება. პროექტები, რომლებიც 2000-იანების დასაწყისში ჩვენი ყოველდღიურობა იყო, დღეს უკვე ორ ათწლეულზე მეტს ითვლის. ეს სერიალები მხოლოდ რეიტინგული ჰიტები არ ყოფილა, მათ შეცვალეს ტელევიზიის ენა, შექმნეს საკულტო პერსონაჟები და მთელი თაობის კულტურულ მეხსიერებაში დაიკავეს ადგილი. გადავხედოთ სერიალებს, რომელთაც ოფიციალური პრემიერიდან 20+ წელი შეუსრულდათ და რომლებიც დღესაც აქტუალურია.
Sex and the City (1998–2004)
სექსი დიდ ქალაქში
ფოტო: HBO
სექსი დიდ ქალაქში ერთ-ერთი პირველი სერიალი იყო, რომელმაც ქალების პირადი ცხოვრება, ურთიერთობები და სექსუალობა ტელევიზიაში ღიად და უშუალოდ წარმოაჩინა. ქერი ბრედშოუსა და მისი მეგობრების ისტორიები არა მხოლოდ სიუჟეტურად, არამედ სტილისტურადაც ეპოქის სიმბოლოდ იქცა. სერიალმა ძლიერი გავლენა მოახდინა როგორც პოპკულტურაზე, ისე ტელევიზიის ნარატივზე.
The Sopranos (1999–2007)
სოპრანოს კლანი
ფოტო: HBO
სერიალი, რომელმაც თანამედროვე ტელედრამის ფორმა შეცვალა და ანტიგმირი მთავარ ფიგურად აქცია. ტონი სოპრანო დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პერსონაჟად სატელევიზიო ისტორიაში.
CSI: Crime Scene Investigation (2000–2015)
CSI
ფოტო: CBS
CSI-მ კრიმინალური ჟანრი ლაბორატორიაში გადაიტანა და კრიმინალისტიკური მეცნიერება მაყურებლისთვის მთავარ სანახაობად გარდაქმნა. სერიალმა არაერთი სპინ-ოფი წარმოშვა და წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ პროექტად დარჩა. მისი ვიზუალური და თხრობის სტილი დღემდე ასოცირდება 2000-იანების ტელევიზიასთან.
Six Feet Under (2001–2005)
Six Feet Under
ფოტო: HBO
სერიალი, რომელმაც სიკვდილი ჩვენთან უფრო ახლოს მოიყვანა და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია. Six Feet Under ოჯახურ დრამას ფილოსოფიურ კითხვებთან აერთიანებდა და ტელევიზიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფინალით შევიდა ისტორიაში. პროექტი ხშირად სახელდება "ოქროს ეპოქის" HBO-ს ერთ-ერთ მთავარ ნამუშევრად.
The Wire (2002–2008)
The Wire
ფოტო: HBO
მოსმენა ხშირად სახელდება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად და არა მხოლოდ კრიმინალური ჟანრის ფარგლებში. სერიალი ბალტიმორის ქალაქს სხვადასხვა სეზონში სხვადასხვა სისტემის ჭრილში აჩვენებს: ნარკობიზნესი, პოლიცია, პორტი, პოლიტიკა, განათლება და მედია ერთ მთლიან სურათად იკვრება. აქ ვერ შეხვდებით ცალსახად დადებით ან უარყოფით პერსონაჟებს, სერიალი სისტემურ პრობლემებზე საუბრობს და სწორედ ამ სიღრმემ აქცია საკულტო ნამუშევრად.
Lost (2004–2010)
Lost
ფოტო: ABC
ავიაკატასტროფის შემდეგ იდუმალ კუნძულზე აღმოჩენილი ადამიანები და კითხვები, რომლებმაც მაყურებელი წლები აცხოვრა თეორიებში. დაკარგულები ერთ-ერთი პირველი გლობალური "სატელევიზიო ფენომენი" გახდა, რომელმაც ონლაინ განხილვები და ფან-თეორიები მასობრივ მოვლენად აქცია.
Desperate Housewives (2004–2012)
Desperate Houseviwes
ფოტო: ABC
იდეალურად მოვლილი უბანი, საიდუმლოებები და შავი იუმორი. სასოწარკვეთილი დიასახლისები ერთდროულად იყო სატირა, დრამა და დეტექტივი, რომელმაც ქალ პერსონაჟებს ცენტრალური ადგილი მიანიჭა ტელევიზიაში.
House (2004–2012)
ექიმი ჰაუსი
ფოტო: FOX
ცინიკური ექიმი და არასტანდარტული დიაგნოზები. ექიმმა ჰაუსმა სამედიცინო დრამას ანტიგმირის ფიგურა დაუმატა და ჰიუ ლორის შესრულება სერიალის მთავარ იდენტობად აქცია. პროექტი წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სერიალი იყო.
Prison Break (2005–2017)
Prison Break
ფოტო: FOX
გაქცევის დეტალურად დაგეგმილი ისტორია და სხეულზე ამოტვიფრული გეგმა. გაქცევა 2000-იანების ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და მასობრივი ჰიტი იყო, რომლის პირველი სეზონი დღემდე საკულტოდ ითვლება.
Grey's Anatomy (2005–დღემდე)
Grey's Anatomy
ფოტო: ABC
სერიალი, რომელმაც სამედიცინო დრამა ემოციურ ქრონიკად შემოგვთავაზა. გრეის ანატომია არა მხოლოდ ექიმების პროფესიულ ცხოვრებაზე, არამედ მათ პირად ურთიერთობებზე ამახვილებდა ყურადღებას და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ ჰიტად.
-
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
კომენტარები