როგორია ხაბეიშვილის 12-პუნქტიანი გეგმა ენმ-ის გასაძლიერებლად

ფოტო: სქრინი ვიდეოდან
ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილმა 9 ნოემბერს შიდაპარტიული არჩევნები, მათ შორის, ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვა.
- ლევან ხაბეიშვილი თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია. მისი კონკურენტები არიან არიან ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.
- არჩევნები 28-29 იანვარს ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება — ხმის მისაცემად ამ დროისთვის 49 756 ამომრჩეველია დარეგისტრირებული
- "ნაციონალური უძრაობიდან ნაციონალურ მოძრაობამდე", — ასეთია ხაბეიშვილის 12-პუნქტიანი გეგმის მიზანი.
დეტალები: ხაბეიშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და რუსული ზეგავლენისგან თავის დასაღწევად მნიშვნელოვანია, ნაციონალური მოძრაობა ძლიერი იყო.
- მისი თქმით, 12-პუნქტიანი გეგმა 30 იანვარს, გამარჯვებისთანავე ამოქმედდება.
პირველი ნაბიჯი, რასაც პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი აანონსებს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნაა.
- მისივე განცხადებით, შეიქმნება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი.
მეორე: ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია მოხდება და გენერალურ სამდივნოსთან სრულფასოვანი სტრუქტურა ჩამოყალიბდება, რომელსაც პეტრე ცისკარიშვილი უხელმძღვანელებს.
მესამე: გამარჯვების შემთხვევაში ენმ-ის ლიდერი მიზნად ისახავს თბილისის პარტიული ორგანიზაციის გაძლიერებას, რაიონული ორგანიზაციები კი არჩევითი უნდა გახდეს.
მეოთხე: უნდა გააქტიურდეს ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ხაბეიშვილის თქმით, ახლა ქმედუუნაროა.
- "ახალი თაობის სამჭედლო უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკური სკოლის გახსნასაც ნაციონალურ მოძრაობაში", — თქვა მან
მეხუთე: თავმჯდომარეობის შემთხვევაში ხაბეიშვილი რაიონული ორგანიზაციების გაძლიერებას გეგმავს.
- მისი თქმით, სწორედ მათ მხრებზე იდგა უკანასკნელ წლებში ენმ და ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერები ბრძოლის წინა ხაზზე უნდა იყვნენ.
მეექვსე: საკრებულოს წევრების ბაზაზე ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესის ჩამოყალიბება.
მეშვიდე: ხაბეიშვილი გეგმავს, შექმნას პოლიტიკური საბჭო, რომელიც არჩევითი იქნება.
მერვე: ქალთა ორგანიზაციის გაძლიერება და ქალების აქტიური წარმომადგენლობა "პარტიულ ინფრასტრუქტურაში".
მეცხრე: ემიგრანტების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მეათე: ჩამოყალიბდება ენმ-ის სათათბირო, სადაც მოწვეულები იქნებიან სპეციალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ჩართულობით პარტია საპროგრამო დოკუმენტს შეიმუშავებს.
მეთერთმეტე: გამჭვირვალე ბიუჯეტი და პროექტული დაფინანსება.
მეთორმეტე: ენმ-ის ყრილობა, რომელიც, ხაბეიშვილის თქმით, ყველა საჭირო ცვლილებებს დაამტკიცებს და პარტიას ახალ სუნთქვას გაუხსნის.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
კომენტარები