რამდენს ხარჯავენ რწმუნებულები ხელფასებზე, პრემიებსა და საწვავზე — TI-ის კვლევა
ფოტო: Olia Danilevich / Pexels / On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, 2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციამ ჯამში 5 567 583 ლარი დახარჯა.
2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრეეაციების ხარჯები ასე დაგადანაწილდა:
- ხელფასები — 4 397 668 ლარი;
- პრემია/დანამატი — 211 210 ლარი;
- საწვავი — 602 937 ლარი;
- ავტოპარკის შეკეთება — 273 432 ლარი;
- ტელეკომუნიკაცია — 47 437 ლარი;
- მივლინება — 4 951 ლარი;
- კვლები, სასმელი და რესტორნის მომსახურება — 29 948 ლარი;
TI-ის ინფორმაციით 2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულების აპარატებში გაცემული ხელფასების რაოდენობა წლიურად 100 517 ლარით, ხოლო პრემიების მოცუელობა 145 290 ლარით გაიზარდა.
კვლევაში წერია, რომ ადმინისტრაციების მფლოებლობაშია 98 ავტომობილი (მათ შორის 13 გაუმართავი/ამორტიზებული), რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე გასულ წელს 273 432 ლარი დაიხარჯა.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2021 წელს 602 937 ლარი დახარჯეს 230 692 ლიტრი საწვავის შესასყიდად — წინა წლების მსგავსად, ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა — 45 066 ლიტრი, ჯამური ღირებულებით 113 883 ლარი. TI-ის მიხედვით, თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (10 663 ლიტრი) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა გახარჯა.
ანგარიშიში წერია, რომ 2021 წელს სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა 48 437 ლარი შეადგინა, მივლინებებზე კი 4 951 ლარი დაიხარჯა. წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის (კვებისა და რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტების შეძენა და ა.შ.) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2021 წელს 29 948 ლარი გაიღეს, რომლის ძირითადი ნაწილი — 18 889 ლარი იმერეთის ადმინისტრაციაზე მოდის.
როგორც კვლევიდან ხდება ცნობილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში 2021 წელს დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, ამჟამად 9 ადმინისტრაციაში 257 ადამიანია დასაქმებული, რაც 18 ერთეულით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ყველაზე მეტი — 35 ადამიანია დასაქმებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ყველაზე მცირე — 25 კი იმერეთის ადმინისტრაციაში.
TI წერს, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ არც ერთ კრიტიკულ ფუნქციას არ ასრულებს. მათივე თქმით, არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფო რწმუნებულების გავლენა მუნიციპალიტეტებზე მაღალია, ისინი ხშირად ერევიან პირდაპირი წესით არჩეული მერების და საკრებულოების საქმიანობაში და მნიშვნელოვნად ზღუდავენ მათ დამოუკიდებლობას.
ორგანიზაციის შეფასებით, დეცენტრალიზაციის დაბალი დონის პირობებში, სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი ცენტრალური ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია მუნიციპალიტეტებზე ფორმალური თუ არაფორმალური კონტროლის განსახორციელებლად.
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
კომენტარები