ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, კრამატორსკში მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი მკვლელობა შემაძრწუნებელია. მისი თქმით, რუსეთის მიერ რკინიგზის სადგურის დაბომბვა არც ყალბია და არც ტყუილი.

"კრამატორსკში მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი მკვლელობა შემაძრწუნებელია. ქალები, ბავშვები, ოჯახები დაიღუპნენ და დაშავდნენ მაშინ, როდესაც სურდათ მატარებლით გაქცეოდნენ ომს.

რუსული სარაკეტო დარტყმები არც ყალბია და არც ტყუილი. ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები სასამართლოს წინაშე წარდგებიან", — წერს მეცოლა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ნაციონალური პოლიციის პირველადი მონაცემებით, რკინიგზის სადგურზე ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია.

უკრაინა 24 დონეცკის პოლიციის უფროსზე დაყრდნობით წერს, რომ სადგურს ისკანდერიდან კასეტური ბომბებით გაუხსნეს ცეცხლი. უსაფრთხოების სამსახურმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ომის კანონებისა და წესების დარღვევაზე.

ამავე თემაზე: