ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
კანონპროექტი აშშ-ს სენატმა 23 აპრილს დაამტკიცა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში პოპულარული სოციალური ქსელის (TikTok) აკრძალვას ეხება.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს სენატმა 23 აპრილს ახალი კანონპროექტი დაამტკიცა. ამ ეტაპზე სოციალურ ქსელს აშშ-ში 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარია.
საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც FBI-ს ცნობით, TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance ჩინეთის მთავრობასთან აქტიურად თანამშრომლობს. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიამ შეიძლება მომხმარებლების მონაცემები ჩინეთის ავტორიტარულ მთავრობას გაუზიაროს.
მიუხედავად ამ ბრალდებისა, ByteDance ამტკიცებს, რომ არასოდეს ყოფილა ჩართული მსგავს ქმედებებში.
ამ მომენტიდან ByteDance-ს TikTok-ის გასაყიდად ცხრა თვე აქვს. თუ კომპანია სოციალურ ქსელს არ გაასხვისებს, მაშინ აშშ-ში სოციალური ქსელის გამოყენება აიკრძალება.
"ეს კანონპროექტი იცავს ამერიკელებს და განსაკუთრებით ჩვენს შვილებს TikTok-ის ჩინური პროპაგანდისგან", — თქვა მაიკლ მაკკოლმა, ტეხასის რესპუბლიკელმა სენატორმა და კანონპროექტის ავტორმა.
სავარაუდოა, რომ კომპანია ამ განაჩენს გაასაჩივრებს, რამაც შესაძლოა, კანონის ძალაში შესვლა გადადოს.
კომენტარები