თეა წულუკიანი

1 Mar. 2022, 01:20

მივედი იმ დასკვნამდე, რომ არიან ადამიანები, ძალები, რომ ოღონდაც ეს მთავრობა გადააყიალონ და იმის იქით ვერაფერს ხედავენ. თუნდაც ეს დაჯდეს ქართველი ადამიანის სისხლად, მათთვის არ არის მნიშვნელოვანი, აქ იქნება თუ არა ომი, აი, ეს დასკვნა გავაკეთე მე, იმ ფაქტებისა და გამონათქვამების ანალიზით, რაც ჩვენ ამ ბოლო დღეებში ვიხილეთ. არცერთი მისწრაფება იქითკენ, რომ სახელმწიფოს ვინც მართავს, იმ გუნდს ხელი შეუწყონ, არცერთი მოწოდება იქითკენ, რომ ჯანსაღ დისკუსიაში ჩაერთონ. ერთი და იგივე სცენარი — როგორ შევცვიდეთ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში, როგორ ავურიოთ იქ სიტუაცია, როგორ ვიძახოთ, რომ ეს მთავრობა პუტინის აგენტია, როგორ გავაკეთოთ უპასუხისმგებლო განცხადებები და როგორ ვიხადოთ ბოდიშები ზელენკის წინაშე, რომ თურმე მათ ჰყავთ ცუდი მთავრობა.

დღეს ბატონი ზელენსკი არის ბომბების ქვეშ მდგარი პრეზიდენტი, ამიტომაც მე ქართული ტრადიცია ასე მოითხოვს, მის განცხადებებზე, წარსულ განცხადებებზე საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის, ომის შემდეგ, ამჟამინდელ მთავრობის შეფასებებზე ჩვენი ქვეყნის, მე უარს ვამბობ რამე ტიპის კომენტარზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს

დღეს ხელოვნური ინტელექტის (AI) შესახებ დისკუსიებს თავს ვერავინ არიდებს. განსაკუთრებით ხშირად მსჯელობენ იმაზე, თუ…