ცოტნე ივანიშვილი

ცოტნე ივანიშვილი

17 May. 2026, 14:43

"რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ნებისმიერი ძალადობა მიმაჩნია ძალიან მიუღებლად. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ხელისუფლება ახორციელებს კიდეც ამ ფაქტების მიმართ გამოძიებას და გარკვეული ქმედებებიც იქნა მიღებული. მე, იმის გარდა, რომ, რა თქმა უნდა, ვწუხვარ ძალადობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გეტყოდით, რომ ეს ყველაფერი უნდა განსაჯოს შესაბამისმა უწყებებმა და ამ ყველაფერს უნდა მოეკიდონ ყურადღებით, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. მე იმის გარდა, რომ ძალადობაზე ვწუხვარ, არ ვარ ისეთ პოზიციაში, რომ რამე დამატებითი გითხრათ.

მე არ ვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით რაიმე ვიცოდე.სხვათა შორის, ბოლოს როდესაც ვისაუბრე ძალადობასთან დაკავშირებით, ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ათასი ტიპის სხვადასხვა აზრი იყო გამოთქმული. ცოტათი არასერიოზული კონსპირაციული თეორიებიც იყო. თითქოს, რადგან ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ეს იყო რაღაც სტრატეგიული ნაბიჯი, თუ პოლიტიკაში მოსვლის სვლა. ეს ყველაფერი მართლა არასერიოზულია. მე ერთი წლის წინ ზუსტად 17 მაისს, ერთი ერთში იგივე დავაფიქსირე. ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო თანმიმდევრული. ახალს ვერაფერს გეტყვით, ძალადობა ნებისმიერი ტიპის მაქსიმალურად უნდა იყოს არიდებული, ამის იქით, თავისთავად აუცილებელია წესრიგის დაცვა ქვეყანაში. დანარჩენ დეტალებს უკვე უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებები".

თქვა ცოტნე ივანიშვილმა სამთავრობო "ტვ იმედთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, დღეს 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირბეით მოქალაქეები ქაშუეთთან შეიკრიბნენ და მსვლელობით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია — "საგანძურის მარათონი" წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ…