NEXT.On.ge-ში ვაცხადებთ სტაჟირების სამთვიან პროგრამას მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, 16-დან 22 წლამდე.

გამოგვეხმაურე, თუ:

  • სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სიახლეებს თვალს ადევნებ;
  • გინდა, საქმის კურსში იყო და იცოდე, როგორი იქნება მომავალი;
  • მოგწონს მოვლენების ანალიზი და ამისთვის მეტი უნარის შეძენა გსურს;
  • სამეცნიერო სიახლეები და მათი განხილვა შენი ცხოვრების ნაწილია;
  • გეხერხება წერა;
  • იცი ინგლისური ენა, შეგიძლია უცხოენოვანი წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება და თარგმნა;
  • გსურს დახვეწო ისეთი უნარები, როგორებიცაა წერა, კამერასთან მეტყველება, ინფორმაციის უსწრაფესად მოძიება და რესპონდენტებთან კომუნიკაცია.

გასწავლით ყველაფერს, რაც სამეცნიერო/ტექნოლოგიური ახალი ამბების მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტმა უნდა იცოდეს.

გექნება საშუალება, დაეუფლო ახალ პროფესიას და ჩვენი გუნდის წევრი გახდე!

თუ ჩვენთან სტაჟირების გავლა გინდა, 25 მაისამდე შეავსე განაცხადი ამ ბმულზე და ჩვენს გამოხმაურებას დაელოდე. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, რომლებსაც გასაუბრება ჩაუტარდებათ, საბოლოოდ კი ჩვენგან საცდელ დავალებას მიიღებენ.

თუ დამატებითი კითხვები გაქვს, მოგვწერე ამ მეილზე: [email protected]