"ვერ ვიჯერებ, რომ ეს საქართველოში, რუსთაველის თეატრში მოხდა" — თამთა მიქელაძე რუსთაველის თეატრში გამართულ წარმოდგენაზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტების მიერ გამართულ წარმოდგენას ეხმაურება, რომელიც 9 მაისს მიეძღვნა.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის განცხადებაში ვკითხულობთ:
"14 მაისს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე დიდი წარმატებით გაიმართა კონცერტი, რომელიც დიდი გამარჯვების 81-ე წლისთავს მიეძღვნა.
რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС) დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს ნათელი მუსიკალური და ქორეოგრაფიული კომპოზიციები ომის წლების სიმღერებზე. ლეგენდარულმა მელოდიებმა, როგორიცაა "კატიუშა", "ბნელი ღამე" და "ლურჯი ცხვირსახოცი" მაყურებლის გულებში ყველაზე ცოცხალი გამოხმაურება ჰპოვა. მუსიკალური ნომრების გარდა, მსახიობები ღრმა განცდით კითხულობდნენ იმ დიდი ეპოქის პოეტებისა და მწერლების, კონსტანტინ სიმონოვის, ალექსანდრ ტვარდოვსკის, ასევე რობერტ როჟდესტვენსკისა და ვლადიმირ ვისოცკის, უკვდავ სტრიქონებს. საღამოს სტუმრები, დიპლომატიური კორპუსის, საქმიანი და სამეცნიერო წრეების, საზოგადოებრივი და კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე რუსი თანამემამულეები, თითოეულ გამოსვლას აპლოდისმენტებით აცილებდნენ.
ჩვენი საერთო ისტორიის გმირული ფურცლების, დიდი სამამულო ომის შესახებ წმინდა პოეტური მოგონებები სამუდამოდ დარჩება რუსეთისა და საქართველოს ხალხების გულებში", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თამთა მიქელაძე კითხვას სვამს: "საერთოდ იფიქრა ვინმემ თეატრში ან სამინისტროში, რას ნიშნავს დღეს კრემლის პროგრამით ორგანიზებული მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობა საქართველოში?"
"მგონი ბევრს გამოგვრჩა, მეც მხოლოდ ახლა ვნახე და ვერ ვიჯერებ, რომ ეს საქართველოში, რუსთაველის თეატრში მოხდა.
კრემლის ოფიციალური ნარატივით წარმოდგენილი მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებას ასე პირდაპირ უნდა იღებდეს და მოიხმარდეს ჩვენი საზოგადოება?!
მით უფრო მაშინ, როდესაც კონცეფცია "დიდი სამამულო ომი" მხოლოდ ისტორიული მეხსიერება აღარ არის და თანამედროვე რუსეთის სახელმწიფო იდეოლოგიის ცენტრალურ ელემენტად იქცა. პუტინის რეჟიმი მეორე მსოფლიო ომის ტრიუმფს აქტიურად იყენებს როგორც მისი პოლიტიკური ლეგიტიმაციის, იმპერიული გავლენისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამართლების ინსტრუმენტს.
უფრო მეტიც, პუტინის რუსეთში მეორე მსოფლიო ომის დისკურსი უკვე აღარ ფუნქციონირებს როგორც ისტორიის რთული და ტრაგიკული გამოცდილება. ის გადაიქცა სახელმწიფო კულტად, სადაც გამარჯვება წარმოდგენილია როგორც რუსეთის განსაკუთრებული ცივილიზაციური მისიის მტკიცებულება, ხოლო კრიტიკული რეფლექსია თითქმის ღალატად ითვლება. "დიდი გამარჯვების" კულტი თანამედროვე რუსეთში არა მხოლოდ წარსულის გახსენებას, არამედ მუდმივი სამხედრო მობილიზაციისა და იმპერიული იდენტობის შენარჩუნებას ემსახურება.
რუსეთი "საერთო ისტორიის" იდეას ასევე იყენებს "რუსკი მირ" სივრცეში საკუთარი გავლენების გასავრცელებლად. ფრაზები, როგორიცაა "ჩვენი საერთო ისტორიის გმირული ფურცლები", ნეიტრალური კულტურული ენა არ არის. ეს არის იმპერიული მეხსიერების პოლიტიკის ნაწილი, სადაც რუსეთი კვლავ ისტორიულ ცენტრად, ხოლო პოსტსაბჭოთა საზოგადოებები ერთიან "ცივილიზაციურ სივრცედ" არიან წარმოდგენილი. ასეთ ნარატივებში ქრება ოკუპაციის, საბჭოთა ტერორის, იძულებითი რუსიფიკაციისა და კოლონიური გამოცდილების ისტორია.
თან რუსთაველის თეატრი ხომ უბრალოდ კულტურული სივრცე არ არის. ეს არის ქართული კულტურული მეხსიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება საბჭოთა ტერორისა და რეპრესიების გამოცდილება. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და სიმბოლურია, როდესაც ამ სივრცეში ტარდება ღონისძიება, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალურ ისტორიულ და იდეოლოგიურ ნარატივს ატარებს.
ცხადია, რომ მეორე მსოფლიო ომის მეხსიერება თავისთავად პრობლემური არ არის, ეს ჩვენი ხალხის მძიმე გამოცდილება იყო და მას დანახვა, შესწავლა და ტრავმის და მსხვერპლის აღიარება სჭირდება, მაგრამ პრობლემურია მისი კრემლისეული, კოლონიური პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. და სწორედ ამიტომ ჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა, საერთოდ იფიქრა ვინმემ თეატრში ან სამინისტროში, რას ნიშნავს დღეს კრემლის პროგრამით ორგანიზებული მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობა საქართველოში?
არ აქვთ სირცხვილის გრძნობა რუსთაველის თეატრის მსახიობებს და რატომ არ ისმის მათი ხმა?!
დეკოლონიზაცია მხოლოდ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას არ ნიშნავს. ის საკუთარი ისტორიის, მეხსიერებისა და სიმბოლური სივრცეების დაბრუნებასაც გულისხმობს და საქართველოს დამოუკიდებლობიდან 35 წლის თავზე ამ იმპერიული პროგრამის ჩვენს ცენტრალურ კულტურულ სივრცეში ჩატარება გამაოგნებელია უბრალოდ"", — წერს თამთა მიქელაძე.
არც რუსთაველის თეატრს და არც კულტურის სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები