რუსული კომპანიების აქციების ფასები რეკორდულად ეცემა
ფოტო: Michael Parulava / Unsplash
პუტინის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსული კომპანიების აქციების ღირებულება რეკორდულად მცირდება. შესაძლებელია ითქვას, რომ მოსკოვის საფონდო ბირჟაზე პანიკაა.
არსებული ინფორმაციით, მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი (MOEX Russia Index) ბოლო ერთ დღეში 33,48%-ით არის შემცირებული. ბოლო საათების განმავლობაში ამ ინდექსის კიდევ უფრო მასშტაბური კლება ფიქსირდებოდა. წლიურ ჭრილში ინდექსი შემცირებულია 45,91%-ით.
რაც შეეხება რუსული კომპანიების აქციებს, ბოლო მონაცემების მიხედვით, საფონდო ბირჟაზე ასეთი მდგომარეობაა:
- სბერბანკი — აქციების ფასი დაეცა 49,46%-ით;
- როსნეფტი — აქციების ფასი დაეცა 48,77%-ით;
- ვტბ — აქციების ფასი დაეცა 42,16%-ით;
- გაზპრომი — აქციების ფასი დაეცა 41,71%-ით;
- იანდექსი — აქციების ფასი დაეცა 34,83%-ით;
- ლუკოილი — აქციების ფასი დაეცა 28,9%-ით.
აღსანიშნავია, რომ ბირჟაზე კომპანიების აქციების ღირებულება ყოველწუთიერად იცვლება.
პუტინის აგრესიის შედეგად გაუფასურდა რუსული რუბლიც. CNBC-ის ინფორმაციით, დღეს დილით, 8:40 საათზე მოსკოვში რუბლი დოლართან მიმართებით 89,8903-იან ნიშნულზე ივაჭრებოდა, რაც გასული დღის კურსთან შედარებით 10,45%-იანი გაუფასურებას ნიშნავს. ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება დაახლოებით 83 რუბლია.
პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. უკრაინული მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და მოუწოდა ხალხს, არ აჰყვნენ პანიკას.
სიტუაცია მუდმივად იცვლება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დანაკარგები არის ორივე მხარეს. მაგალითად, უკრაინული შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვის შემოვლით გზაზე 4 ტანკი დაიწვა, განადგურდა 6 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და დაიღუპა 50-მდე რუსი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 24 თებერვლის ღამეს 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო პირი დაიღუპა. გარდა ამისა, რუსებმა ხარკოვის ოლქში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, დაიღუპა ერთი არასრულწლოვანი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა მოუწოდა მოქალაქეებს, ვინც მზადაა და იცის იარაღის გამოყენება, ახლავე შეუერთდეს შეიარაღებულ ძალებს. ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მისცემენ იარაღს ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა სურს.
უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. პარტნიორი ქვეყნების უმეტესობამ დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები. დაგეგმილია G7-ის, ნატოს და გაეროს საგანგებო სხდომები.
გაიგეთ მეტი:
-
ინდონეზიის გამოქვაბულში ქვაზე შესრულებული უძველესი ნახატი აღმოაჩინეს ინდონეზიის გამოქვაბულში ქვაზე შესრულებული უძველესი ნახატი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მთვარეზე სასტუმრო გაიხსნება? — ნომრის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია მთვარეზე სასტუმრო გაიხსნება? — ნომრის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია
გადახედვა
-
ოსკარი 2026-ის ნომინანტების ვინაობა ცნობილია ოსკარი 2026-ის ნომინანტების ვინაობა ცნობილია
გადახედვა
-
"უხილავი" წყალი — რა ოდენობის წყალი იხარჯება ჯინსის, ქაღალდისა და ტექნიკის საწარმოებლად "უხილავი" წყალი — რა ოდენობის წყალი იხარჯება ჯინსის, ქაღალდისა და ტექნიკის საწარმოებლად
-
2029 წლისთვის კოსმოსში კერძო ტელესკოპის გაშვება იგეგმება, რომელიც ჰაბლზე დიდი იქნება 2029 წლისთვის კოსმოსში კერძო ტელესკოპის გაშვება იგეგმება, რომელიც ჰაბლზე დიდი იქნება
გადახედვა
-
ისტორია ბიჭზე, რომელმაც უძილოდ 11 დღე გაძლო — რა გვემართება ხანგრძლივი სიფხიზლისას ისტორია ბიჭზე, რომელმაც უძილოდ 11 დღე გაძლო — რა გვემართება ხანგრძლივი სიფხიზლისას
გადახედვა
-
ალექსანდრე დარახველიძე: თუ ადგილი ექნება ისეთი ტიპის ქონების დაზიანებას, რაც აღემატება 150 ლარს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ითვალისწინებს პატიმრობას ალექსანდრე დარახველიძე: თუ ადგილი ექნება ისეთი ტიპის ქონების დაზიანებას, რაც აღემატება 150 ლარს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ითვალისწინებს პატიმრობას
გადახედვა
-
სუსი სადისტრიბუციო კომპანიების და ქსელური მარკეტების ოფისებში შევიდა სუსი სადისტრიბუციო კომპანიების და ქსელური მარკეტების ოფისებში შევიდა
გადახედვა
-
სეს-მ ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მ ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ევროპარლამენტარები გეგმავენ, რომ BBC-ის გამოძიების საქმეზე ევროკომისიას მიმართონ ევროპარლამენტარები გეგმავენ, რომ BBC-ის გამოძიების საქმეზე ევროკომისიას მიმართონ
გადახედვა
-
ქალების ჩაცმულობა მუსლიმურ ქვეყნებში — ტრადიციები და რეალობა ქალების ჩაცმულობა მუსლიმურ ქვეყნებში — ტრადიციები და რეალობა
გადახედვა
-
ბოდიში, მაგრამ ბექჰემების ოჯახურ დრამაზე მიმები ძალიან სასაცილოა ბოდიში, მაგრამ ბექჰემების ოჯახურ დრამაზე მიმები ძალიან სასაცილოა
გადახედვა
-
51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტზე ერთი პირი დააკავეს 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ჩატბოტმა ქალს "დააჯერა", რომ გარდაცვლილ ძმასთან კომუნიკაცია შეეძლო ჩატბოტმა ქალს "დააჯერა", რომ გარდაცვლილ ძმასთან კომუნიკაცია შეეძლო
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში მიხეილ სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში
გადახედვა
-
2025 — განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად 2025 — განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
-
ტეილორ სვიფტი სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზს შეუერთდა ტეილორ სვიფტი სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზს შეუერთდა
გადახედვა
-
27 იანვარს, 18:00 საათზე, პენიტენციურ დეპარტამენტთან, ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია გაიმართება 27 იანვარს, 18:00 საათზე, პენიტენციურ დეპარტამენტთან, ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: დააკავეს პირი, რომელიც ბრენდირებულ ვადაგასულ პროდუქციას ყიდდა საგამოძიებო სამსახური: დააკავეს პირი, რომელიც ბრენდირებულ ვადაგასულ პროდუქციას ყიდდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში თბილისსა და რეგიონებში 88 ნარკორეალიზატორი დააკავეს შსს: ბოლო 24 საათში თბილისსა და რეგიონებში 88 ნარკორეალიზატორი დააკავეს
გადახედვა
-
"ოცნების" მთავრობა: ეფექტიანობის დეპარტამენტმა 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტს 67 413 621 ლარი დაუზოგა "ოცნების" მთავრობა: ეფექტიანობის დეპარტამენტმა 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტს 67 413 621 ლარი დაუზოგა
გადახედვა
კომენტარები