კახა კალაძე ვანდალიზმთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ითხოვს
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ოცნების პარლამენტს ვანდალიზმთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების მოთხოვნით მიმართავს.
"მაშინ, როცა ქალაქში კვლავ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, ფიქსირდება ბევრი შემთხვევა, როცა მოქალაქეთა ნაწილი მიზანმიმართულად, ვანდალურად აზიანებს შენობების ფასადებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ვანდალურად დაზიანების 5 000-მდე ფაქტია დაფიქსირებული — ასეთია შენობა-ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სხვადასხვა უწყების შენობები, მეტროსადგურების ამოსასლელები, გაჩერებები და ა.შ. ამ მიმართულებით უკვე მოქმედებს კანონი, თუმცა მივმართავთ თხოვნით პარლამენტს, რომ მოხდეს მისი გამკაცრება. ვანდალიზმის შედეგების გამოსწორებას რაც შეეხება, საუბარია
ათეულობით მილიონ ლარზე, რომელიც ისევ თქვენი თანხაა, რიგითი მოქალაქეების, რაც ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს მაშინ, როცა შეგვიძლია, აღნიშნული თანხები მივმართოთ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე," — განაცხადა კალაძემ.
კალაძემ სხდომაზე ასევე თბილსერვისის ჯგუფის ხემძღვანელს, გიორგი პაპავას მიმართა, რომ ხვალიდან შენობის ფასადების მოწესრიგება დაიწყოს.
"ასევე ვთხოვ "თბილსერვის ჯგუფის" ხელმღვანელს გიორგი პაპავას, ხვალიდან დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები, რომ ორი კვირის განმავლობაში მოწესრიგდეს შენობების ფასადები. ჩვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან და უწყების სხვა წარმომადგენლებთან გავმართეთ სამუშაო შეხვედრა, სადაც ვიმსჯელეთ პრობლემის მოგვარების გზებზე. მადლობა პირადად მინისტრს მხარდაჭერისთვის. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობა მსგავსი პრობლემების მოგვარებაში უმნიშვნელოვანესია. არავის დაჯარიმება არ გვიხარია. ყოველთვის გთხოვთ, რომ დაემორჩილოთ კანონს, არ გადავაბიჯოთ ზღვარს, რადგან ეს ქალაქი არის ყველასი. გთხოვთ, არ დავაზიანოთ შენობების ფასადები, პარკები, სკვერები, საერთო საერგებლობის ქონება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს კანონით დაკისრებული მოვალეობის მკაცრად აღსრულება," — თქვა კალაძემ.
2023 წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა. ადმინისტრაციული კანონის 166-ე მუხლის თანახმად ვანდალიზმის ჩამდენი პირი თავდაპირველად 300 ლარით ჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში 500 ლარით დაჯარიმდება ან 5 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება.
-
ტრამპი EU-ს ტარიფებით დაემუქრა, თუ ბლოკი კანადას "ასოცირებული წევრის" სტატუსს მიანიჭებს ტრამპი EU-ს ტარიფებით დაემუქრა, თუ ბლოკი კანადას "ასოცირებული წევრის" სტატუსს მიანიჭებს
გადახედვა
-
ბოლო სამ წელიწადში პირველად აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა ბოლო სამ წელიწადში პირველად აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა
გადახედვა
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
კომენტარები