აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა უკრაინის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. მიზეზი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან (ФСБ) თანამშრომლობა და უკრაინაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაა. სანქცირებულ პირთაგან ორი უკრიანის რადას მოქმედი დეპუტატია, ორი კი ყოფილი მაღალჩინოსანი.

"აშშ მიიღებს ზომებს უკრაინაში რუსული საფრთხეებისა და დეზინფორმაციის გამოსავლენად და მასთან დასაპირისპირებლად. ჩვენ მოწოდებული ვართ გადავდგათ ნაბიჯები, რათა რუსეთმა აიღოს პასუხისმგებლობა დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე", — განაცხადა სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვოლი ადეემომ.

სანქცირებულ პირთა შორის არიან რადას დეპუტატები ტარას კოზაკი და ოლეგ ვოლოშინი. ორივე მათგანი ვიქტორ მედვედჩუკის პარტიის წევრია, რომელიც 2014 წლიდან აშშ-ს სანქცირებულ პირთა სიაშია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, მედვედჩუკი მჭიდრო კავშირშია კრემლთან და სწორედ ის ხელმძღვანელობდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების გეგმას უკრაინაში.

ტარას კოზაკმა უკრაინაში რამდენიმე საინფორმაციო არხის მფლობელია, რომლის საშუალებითაც ცდილობს რუსეთის სასარგებლოდ დეზინფორმაციის გავრცელებას ქვეყანაშ. კერძოდ, ის პრეზიდენტ ვოლოდიმი ზელენსკის გარმეოცვას ადანაშაულებდა კოროანვირუსის პანდემიის არასწორ მართვაში. უკრაინის სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაშია დადანაშაულებული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთი დეპუტატი, ოლეგ ვოლოშინიც.

მათ გარდა აშშ-მ სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ოლონიკსა და ვლადიმირ სივკოვიჩს. ეს უკანასკნელი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებუსა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილეა. რაც შეეხება ოლინკის, ის რამდენიმე წლის წინ უკრაინიდან გაიქცა და რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, ისინი აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა მომავალშიც გამოავლინონ და შეეწინააღმდეგონ რუსულ გავლენებს უკრაინაში.

გაიგე მეტი: