არილი

8 May. 2024, 12:58

ცუდი ამბავი უნდა შეგატყობინოთ — არილის გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება!

როგორც მოსალოდნელი იყო, კულტურის სამინისტრომ და პირადად თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა. და თანაც ეს გააკეთა, როგორც მას სჩვევია, ცინიზმით — არილის საიუბილეო, 30-ე წელს.

გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. არილი და მისი რედაქტორები არ ემორჩილებიან სამინისტროს ცენზურას, ყოველთვის გამოხატავდნენ კრიტიკულ პოზიციას და ამ თვალსაზრისით არასდროს უფიქრიათ რაიმე კომპრომისზე. არილმა მხარი დაუჭირა რუსული კანონის წინააღმდეგ მოძრაობას, სოლიდარობა გამოუცხადა თავისუფალ გამომცემლობებს, რომლებიც არაადეკვატური პოლიტიკოსების თავდასხმის სამიზნეები გახდნენ და, რაც მთავარია, ერთგულად აგრძელებდა საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას.

არილისთვის დაფინანსების შეწყვეტა, ცხადია, კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ლოგიკური გაგრძელებაა ხელისუფლების მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის. არილი იყო და არის ლიტერატურასა და, ზოგადად, ხელოვნებაში დასავლური ღირებულებების, თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი რეპრეზენტატორი და ხმა. წლების განმავლობაში, არილში გამოქვეყნებული ტექსტები იყო მნიშვნელოვანი წყარო, კავშირების დამყარების შესაძლებლობა საგანმანათლებლო სივრცისთვის, სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის თანამედროვე დასავლურ სამყაროსთან. იგი იყო მთავარი მხარდამჭერი 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მასპინძლობისა. ჟურნალმა რამდენიმე სპეციალური ნომერიც მიუძღვნა ამ მოვლენას 2018 წლის განმავლობაში. ამიტომ, ცხადია, არილი ვერ და არ ჩაჯდებოდა იმ კულტურულ და პოლიტიკურ კონიუნქტურაში, რომელიც ბოლო წლებში შექმნა თეა წულუკიანმა.

არილის არსებობას ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს რამე საზრისი, თუ ის თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება.

მივმართავთ ჩვენს მკითხველებს, ავტორებს, მეგობრებსა და პარტნიორებს, საგამომცემლო სახლებსა და შესაბამის ფონდებს, იქნებ ვიფიქროთ, თუ როგორ გადავარჩინოთ ერთად იდეა - არილი. ამის პრეცედენტი არაერთხელ ყოფილა, როცა არილის მკითხველებმა და გულშემატკივრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჟურნალის გადარჩენაში.

არილი ათწლეულების ტრადიციაა, რომელიც თავისუფლების, მომავალზე ზრუნვის, წარსულის გააზრებისა და შემოქმედებითი ძალისხმევების სივრცედ ჩამოყალიბდა. არილის იდეა ამ მცდელობებში იწრთობოდა წლების მანძილზე, ეს გზა გამოიარეს მისმა ერთგულმა ავტორებმა და მკითხველებმა და არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ეს იდეა დღემდე არსებობს და სულ უფრო და უფრო მწიფდება!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო…