რა ხდება: შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება.

  • მოქალაქეები, 19:00 საათზე, შეიკრიბებიან 3 ტერიტორიაზე: პირველი რესპუბლიკის მოედანი, მეტრო 300 არაგველი და მარჯანიშვილის მოედანი.
  • მარშის მონაწილეები, სამივე ადგილიდან, ერთდროულად დაიძვრებიან ევროპის მოედნისკენ და იქ გაერთიანდებიან.

ევროპის დღე: საქართველო, 2024 წელს, ევროპის დღეს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით პირველად აღნიშნავს. ევროპის დღე ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, თუმცა, ამ თარიღთან დაკავშირებული სახალხო ზეიმი, თბილისში, ექსპო ჯორჯიაში, შაბათს, 11 მაისს გაიმართება.

დეტალები: ევროპის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქში რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია 2 მაისს დაანონსდა.

  • "მინდა დაიმახსოვროთ ეს თარიღი — 11 მაისი. ყველამ ერთად მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ ეს თარიღი. ყველამ ავიღოთ ეს დავალება, ის ადამიანები, ვინც ჯერ აქ [აქციაზე] არ ყოფილან, მოვიყვანოთ", — განაცხადა ლევან ცუცქირიძემ, 2 მაისს, გმირთა მოედანზე გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მსგავსი: 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა

ბოლო ხაზი: ხვალ, 9 მაისს, პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის დღესთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართება.

  • კონცერტი 21:00 საათზე, ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე გაიმართება.