მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
რა ხდება: პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ და პარტიის იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ, გენერალური პროკურატურის შენობასთან ბრიფინგი გამართეს.
- მათ მოუწოდეს უწყებას, გამოიძიოს ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი;
- ენმ-ის მოთხოვნაა, საქმე აღიძრას 144-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რადგან "ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში და ჩვენი კანონით, ჩვენი კონსტიტუციით, ეს უტოლდება წამებას."
- ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ უწყებაში მიიტანეს ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე "უშუალოდ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით."
დეტალები: ენმ მოითხოვს, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება ყველა იდენტიფიცირებული პირის მიმართ, რომელთა შორის, პარტიის მტკიცებით, არიან "ხარება, გოგა მემანიშვილი და ყველა ის რობოკოპი, რომლის სანომრე ნიშანი რამდენიმე სიუჟეტშიც არის ასახული."
- ზედმეტსახელით — ხარება, მოიხსენიებენ ზვიად ხარაზიშვილს, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორია.
- ლაშა ტყეშელაძე: "მეშვიდე დღე დაიწყო და გამოძიება არ დაწყებულა, როცა მათი პირდაპირი ვალდებულებაა, დაეწყოთ გამოძიება ლევან ხაბეიშვილის თავდასხმის ეპიზოდზე და ასევე, ახალგაზრდების ცემის ფაქტზე;
- დღეს დუმს საქართველოს პროკურატურა და დუმს მთავარი პროკურორი. დღეს დუმს კაციტაძის უწყება და მათ პირდაპირ კანონი ავალდებულებს, რომ აღნიშნული დანაშაული გამოიძიოს. ეს არის მათ კისერზე და ეს დანაშაული აუცილებლად უნდა გამოიძიონ. ეს არის უმოქმედობით ჩადენილი დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლით."
კონტექსტი: ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ 1-ელი მაისს, ღამით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე.
- თავდასხმაში "ხარებას დაჯგუფება" დაადანაშაულა ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც თავდასხმიდან რამდენიმე საათში, დაზიანებების გამო, ეტლით მივიდა საკანონმდებლო ორგანოში.
"ხარებას დაჯგუფება მცემდა და მეუბნებოდნენ, რომ გრძელი ენა მაქვს და ხელისუფლებას ვაკრიტიკებ მუდმივად და იქნებ გავჩერდე. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო. მეუბნებოდნენ, რომ მეთქვა "ჩმორი ვარ", და ამ შემთხვევაში, არ მცემდნენ. ამაზე პასუხი როცა მიიღეს, კიდევ უფრო მეტი მომხვდა. არა რუსულ კანონს, კი ევროპას!", — განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, ხაბეიშვილმა ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რა უძღოდა წინ მის დაკავებას. ენმ-ის ლიდერის თქმით, ის სატელევიზიო კომენტარს აკეთებდა, როდესაც დაინახა, როგორ "ითრევდნენ ახალგაზრდა ბავშვს" ე.წ. რობოკოპები და მის დასახმარებლად გაეშურა.
- სამთავრობო-პროპაგანდისტული იმედის ვიდეო
ბოლო ხაზი: ცემის შემდეგ, ოპოზიციონერი დეპუტატი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-მ დღეს განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილმა დაზიანება მაშინ მიიღო, როდესაც პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში.
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
გადახედვა
-
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
გადახედვა
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
გადახედვა
-
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება
გადახედვა
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
გადახედვა
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა

კომენტარები