მეტროპოლი შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად — დეველოპერული კომპანია AD BLACK SEA-ს პარტნიორია
ფოტო: მეტროპოლი
სამშენებლო კომპანია მეტროპოლი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების, კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია. თანამშრომლობა Tbilisi Design Festival-ის მხარდაჭერით დაიწყო, რომელიც საქართველოში წელს პირველად გაიმართა. ღონისძიება AD BLACK SEA-ს შემოქმედებითი პლატფორმის ზრდასა და დიზაინის მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ისახავდა მიზნად.
ამ იდეას სრულად იზიარებს მეტროპოლი, რომელიც საერთაშორისო ფესტივალზე საკუთარი სივრცით იყო წარმოდგენილი. საგანგებოდ მოწყობილ ლოკაციაზე მულტიფუნქციური, შემოქმედებითი სივრცე მოეწყო, სადაც ნებისმიერ სტუმარს მუშაობისა და დასვენების შესაძლებლობა ჰქონდა.
მარიამ კარკალაია, მეტროპოლის მარკეტინგის დირექტორი: "ინოვაცია, შემოქმედებითი მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მეტროპოლისათვის უცხო არ არის. სწორედ ეს იდეური და კონცეპტუალური თანხვედრა გახდა პარტნიორობის საფუძველი ჩვენს კომპანიასა და AD BLACK SEA-ს შორის. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში კრეატივის ყველაზე მასშტაბური ფესტივალის პარტნიორები ვართ და ამ თანამშრომლობით ჩვენს წვლილს შევიტანთ შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში. სრულად ვიზიარებთ ფესტივალის მიზნებს — გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს, გავიზიაროთ თანამედროვე მსოფლიო გამოცდილება და შევქმნათ ღირებული და კონკურენტუნარიანი პროდუქტი.
რაც შეეხება უშუალოდ Tbilisi Design Festival-ს, რომელიც AD BLACK SEA-ს ინიციატივით გაიმართა, სპეციალურად საერთაშორისო ღონისძიებისათვის მოვაწყვეთ მეტროპოლის სივრცე. ფესტივალის სტუმრების აქტიურობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ჩვენი ლოკაცია კომუნიკაციისა და ნეთვორქინგისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი სივრცე აღმოჩნდა."
Tbilisi Design Festival-ი AD BLACK SEA-ს ორგანიზებითა და მეტროპოლის პარტნიორობით პირველ მაისს გაიმართა. პროგრამა ლექცია-სემინარებს, პანელურ დისკუსიებსა და ვორკშოპებს მოიცავდა, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები უძღვებოდნენ. ფესტივალის მთავარი სტუმარი კი ორი გრემის მფლობელი, ავსტრალიელი გრაფიკული დიზაინერი, სტეფან ზაგმაისტერი იყო. ხელოვანმა, რომელიც დიზაინის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, ღონისძიების მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა.
თბილისური ფესტივალის შემდეგ თანამშრომლობა AD BLACK SEA-სა და მეტროპოლს შორის ბათუმში გაგრძელდება. ღონისძიებას ზღვისპირა ქალაქში, სადაც მარკეტინგით და რეკლამით დაინტერესებული ადამიანები ყოველწლიურად იკრიბებიან, მეტროპოლიც გაუწევს პარტნიორობას.
სწორედ ბათუმში მიმდინარეობს მეტროპოლის ერთ-ერთი პროექტის Metropol Oval-ის მშენებლობა, რომელიც საერთაშორისო დაჯილდოების Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებულია, როგორც საუკეთესო პრემიული სასტუმრო საქართველოში.
ქართული დეველოპერული კომპანია ამჟამად სხვადასხვა კონცეფციის ხუთ კომპლექსს აშენებს. პროექტები თბილისსა და ბათუმში ხორციელდება.
მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის მეტროპოლ ბაგებისა და მეტროპოლ ქავთარაძის მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის პარალელის მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა


კომენტარები