შალვა პაპუაშვილი

8 May. 2024, 11:38

როდესაც სოციალურ ქსელში ჩვენ ვხედავთ მოწოდებას ძალადობისკენ, ზიზღის ენას, შანტაჟს, მუქარას... ადამიანებს აქვთ ჩამოყალიბებული ხან ყალბი შეგრძნება ანონიმურობისა, თითქოს ეს კერძო საუბარი არის. არა და, ეს იგივე არის — მოწოდებები სოციალურ ქსელში იქნება, თუ სხვა ღონისძიებებზე, იგივეა, რაც საჯაროდ განცხადება და ვფიქრობ, ადამიანები, ზოგადად, რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან ხოლმე კერძო საუბრებში და ასეთი შთაბეჭდილებაც აქვთ ჩამოყალიბებული, თითქოს სოციალურ ქსელში მათ მიერ ზიზღის ენა, მათ შორის, ფაშისტური მოწოდებებიც კი, გარიყვასთან დაკავშირებით და ა.შ., შეიძლება, აღქმა აქვთ ჩამოყალიბებული, რომ ეს არის კერძო საუბარი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის მათი ოთახში ნათქვამი სიტყვები, არამედ ეს არის საჯარო განცხადებები, რომელიც შემდეგ აღვივებს ზიზღს დაპირისპირებას საზოგადოებაში, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათ ოჯახის წევრებზე, ამიტომ როდესაც საზოგადოებას ექნება ამაზე რეაქცია, მორალური შეფასება, ამ საკითხების, თავისთავად, ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებს და განცხადებებს.

თქვა შალვა პაპუაშვილმა ბაზაზე საუბრისას, სადაც, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან

კახეთში 20 წლის კაცს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან. ამის შესახებ "მთავარი ამბები…