საია

7 May. 2024, 13:05

სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისს დარბევის შედეგად დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საქმეზე, საქართველოს სახელმწიფოს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა დაუდგინა.

საჩივრები ე.წ გავრილოვის ღამის დაშლისას სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება.

დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 26 პირის საქმეზე, საიდანაც 22 პირის ინტერესებს საია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად აწარმოებდა.

— აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აანონსებენ ბრიფინგს, რომელსაც გამართავენ დღეს, 7 მაისს, 14:00 საათზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო…